საზღვარგარეთ სწავლის სასტიპენდიო პროგრამები

27 ნოემბერი 2021

ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებული ასოციაციის წევრებისთვის იმართება ღონისძიება, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს, დაფინანსების სხვადასხვა საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო სტიპენდიებს.

ღონისძიების პირველ ნაწილს გაუძღვება ნიუ-იორკის შტატის სირაქიუზის უნივერსიტეტის (SU) დეკანის მოადგილე - ენდრიუ ჰორშფალი, რომელიც ისაუბრებს იმ საკითხებზე, თუ რას ითვალისწინებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და SU-ს სამართლის სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმი, როგორი იქნება SU-ში ჩარიცხვის გამარტივებული პროცედურები ჩვენი ასოციაციის წევრებისთვის და რა წესით მოხდება სპეციალური სტიპენდიის მოპოვება.

ღონისძიების მეორე ნაწილში, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი ჭეხანი ისაუბრებს იმ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია დაფინანსების მოპოვება მაგისტრატურასა თუ სხვა პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლისთვის. გიორგი ჭეხანი არის არაერთი ასეთი პროგრამის გამარჯვებული და კურსდამთავრებული, მათ შორის - დიდი ბრიტანეთის ჩივნინგის სტიპენდია სამაგისტრო პროგრამისთვის ოქსფორდის უნივერსიტეტში, საქართველოს მთავრობის სტიპენდია სამაგისტრო პროგრამისთვის მანჩესტერის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, აშშ-ს სახელმწიფო დეტარტამენტის სტიპენდია ვაშინგტონის უნივერსიტეტში 1 წლიანი კურსისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეტარტამენტის სტიპენდია ახალგაზრდა ლიდერების გაცვლითი პროგრამისთვის (PFP), ამერიკულ სწავლებთა ფონდის სტიპენდია (TFAS Prague), ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის სრული დაფინანსება სადოქტორო პროგრამისთვის, და სხვა. შესაბამისად, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დასვათ კითხვები და მიიღოთ საჭირო ინფორმაცია და რჩევები სასტიპენდიო კონკურსებში წარმატების მიღწევისთვის.

ღონისძიების დრო: 30 ნოემბერი, 17:30-დან 20:30 საათამდე.

ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) დიდი საკონფერენციო დარბაზი.

ღონისძიებაზე დასწრებისთვის სავალდებულოა შემდეგი სარეგისტრაციო ფორმის შევსება 30 ნოემბრის 14:00 საათამდე: https://forms.gle/4hBZ7prCXvf1kJCL7

საკონტაქტო პირი: თამთა დევდარიანი, ტელ: 599 71 18 18

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი