პროფესიული ადაპტაციის პროგრამის აღწერა

პროფესიული ადაპტაციის პროგრამა წარმოადგენს “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარ-ჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას. ადაპტაციის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და შედგება ორი ნაწილისგან: 3-თვიანი თეორიული კურსი და 9-თვიანი სტაჟირება.

ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსი ორიენტირებულია ადვოკატისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების-ჩვევების შემეცნებაზე. თეორიული კურსი,სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით შედგება 61-საათიანი სასწავლო პროგრამისაგან, ხოლო საერთო სპეციალიზაციისათვის 81-საათიანი სასწავლო პროგრამისაგან, რომელიც მოიცავს შემდეგ სავალდებულო მოდულებს:

►სამართლებრივი წერა;
►ადვოკატის პროფესიული ეთიკა;
►კლიენტთან კომუნიკაცია, პირველი ინტერვიუ, ჰონორარზე შეთანხმება;
►საადვოკატო საქმიანობის/ბიუროს ორგანიზება;
►სასამართლო პროცესის წარმართვის უნარ-ჩვევები;
►ორატორული ხელოვნება და პრეზენტაციის უნარები;
►ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები.
►დავის ალტერნატიული მოგვარების მექანიზმები;

►ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები.

ადაპტაციის პროგრამის სტაჟირების ნაწილი ორიენტირებულია სტაჟიორის მიერ პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, სტაჟირების ხელმძღვანელი (მენტორი) ადვოკატის დახმარებით. სტაჟირება წარიმართება პრაქტიკული დავალებების შესრულებით, ადაპტაციის პროგრამის დებულებით დადგენილი მინიმალური მოთხოვნებისა და მენტორ ადვოკატსა და სტაჟიორს შორის შეთანხმებული ინდივიდუალური გეგმის და განრიგის საფუძველზე. 

ადაპტაციის პროგრამის 3-თვიანი თეორიული ნაწილი ფასიანია და მისი ღირებულება შეადგენს 750 ლარს, რომელიც გადაიხდება წინასწარ, ხოლო ადაპტაციის პროგრამის 9-თვიანი სტაჟირების ნაწილი უფასოა. ადაპტაციის პროგრამა, როგორც წესი, ხორციელდება ყოველწიურად ორ ნაკადად.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, საერთო სასამართლოების მოსამართლის ან/და პროკურორად მუშაობის 3 წლიანი სტაჟის მქონე პირები გადიან ადაპტაციის პროგრამის მხოლოდ თეორიულ კურსს. ამასთან, ადაპტაციის პროგრამის გავლისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე არიან ანდა იყვნენ ასოციაციის წევრები. 

ადაპტაციის პროგრამის განხორციელების წესი რეგულირდება ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულებით. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი