ამირან გიგუაშვილი


 

1994-2000 წლებში ამირან გიგუაშვილი სწავლობდა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
მონაწილეობდა სხვადასხვა გაცვლით და საგანმანათლებლო პროგრამებში, იაპონიასა და ინგლისში. 2014 წლიდან არის თბილისის ნიუ ვიჟენ უნივერისტეტის დოქტორანტი საკონსტიტუციო სამართლის განხრით. არის ევრორეგიონული უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფერსორი და სამართლის ფაკულტეტის დეკანი. 2011 წლიდან კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის სხვადასხვა სტატიების და პუბლიცისტური ნაშრომების ავტორი. ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 

2000-2006 წლამდე ამირან გიგუაშვილი მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე.

2006-2007 წლებში ამირან გიგუაშვილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი უკრაინაში, საქართველოს საელჩოში.

2007 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით.
გარდა მშობლიური ენისა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი