საქართველოს თავისუფალი ეკონომიკური ზონის სამართლებრივი ასპექტები

6 ივნისი 2021

ავტორები:
ანა ჯალაღონია - ადვოკატი, სამართლის მაგისტრისაერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების  დოქტორანტი. მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის პრეზიდენტი.
გურამ
მღებრიშვილი -  საერთაშორისო სამართლის და ურთიერთობების ბაკალავრი. ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების მიმართულების მაგისტრი. კომპანია ,,ვინგფორსჯგუფის მმართველი პარტნიორი
]

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის ნაირსახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები. საქართველოში ამ მომენტისათვის 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ოპერირებს. თბილისში, ფოთში და ორი ქუთაისში. თიზ-ის შექმნის იდეა საკმაოდ კომპლექსური და მრავალსარგებლიანია. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, თიზ- იდეალური პროექტია განვითარებადი ეკონომიკისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

თიზ-ის ქართული კანონმდებლობის ფორმირების მომენტში, მთავრობის იდეა მდგომარეობდა საქართველოში თიზების მეშვეობით გადამამუშავებელი ინდუსტრიებისა და სხვადასხვა საწარმოების მოზიდვაში, რომლებიც აქტიურ როლს შეასრულებდნენ  ეკონომიკური დოვლათის გენერირებაში, დასაქმებისა და ექსპორტის სტიმულირების გზით, რაც როგორც არაპირდაპირ, ასევე პირდაპირ გავლენას მოახდენდა ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაზე. თუმცა იმისათვის, რომ პროექტი წარმატებული იყოს, პირველხარისხოვნად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, როგორც პროექტის ინიციატორის მხრიდან მოხდეს შესაბამისი წინაპირობის შექმნა.

სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში 2010 წელს პირველი თიზ-ის გახსნის დღიდან, თიზ-ის წარმატებისათვის ვერც სახელმწიფომ შეასრულა აქტიური მხარდამჭერის როლი ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფისა და ინვესტიციების მოზიდვის მხარდაჭერის კუთხით, ვერც თიზ-ის ოპერატორებმა შესძლეს სათანადო ინვესტიციების განხორციელება თიზ-ების ინფრასტრუქტურების განსავითარებლად და საბოლოო ეტაპზე 2018 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ყოვლად დაუსაბუთებელმა და დისკრიმინაციულად გამკაცრებულმა საბანკო რეგულაციებმა ფაქტიურად საბანკო ანგარიშების გარეშე დატოვა თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიები, რითაც  შეუძლებელი გახადა დასახული მიზნის მიღწევა. რიგი საკანონმდებლო  ხარვეზებისა და  კოლიზიური ნორმების გათვალისწინებით, არსებული რეალობა თიზ-ების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აშორებს მისი შექმნის მიზანსგასათვალისწინებელია, რომ თიზ-ში დარეგისტრირებულ კომპანიებს არ აქვთ უფლება, ადგილობრივ კომპანიებთან უშუალო კავშირი დაამყარონ გარკვეული სერვისის მისაღებად, ვინაიდან  მათ  ეკრძალებათ ქართულ სამართლებრივ სივრცეში რეგისტრირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა  (საგადასახადო კოდექსის  25 - მუხლი მე -5 პუნქტი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25- მუხლის მე-7 ნაწილით, კი საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლება განსაზღვროს თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის გასაწევი მომსახურების სახეები, რომელიც გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ჩაითვლება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ნებადართულ საქმიანობად. ხსენებული მომსახურების სახეები ჯერ მთავრობას არ განუსაზღვრავს, რაც ქმნის ბუნდოვანებას კანონმდებლობის აღქმის კუთხით და საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტას (ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტში სხვადასხვა დონეზე კონსულტაციისას ვიღებთ ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს ამ ნორმის იურიდიულ აღქმასთან დაკავშირებით). გაუგებრობების აცილების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს უკვე გადაეგზავნა წერილი იმ მომსახურებათა ჩამონათვალის შეთავაზებით, რომელიც შესაძლებელია დაამტკიცოს საქართველოს მთავრობამაქვე აღსანიშნავია, რომ  კანონის მოთხოვნის შესაბამისად მითითებული გამონაკლისი შემთხვევების დროს  საწარმოს ეკისრება დამატებითი საგადასახადო ტვირთი 4% ოდენობით სრული ბრუნვის ოდენობიდან  რაც, როგორც წესი მნიშვნელოვან სახსრებს წარმოადგენს  (საგადასახადო კოდექსის 25 მუხლი მე-2 პუნქტი). შესაბამისად ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა შეზღუდული და არარენტაბელურია.

მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ თიზ-ში არსებული უძრავი ქონება თიზ-ის ადმინისტრაციის საკუთრებაა, რაც ინვესტორების ინტერესის უკუგდებას იწვევს. რთულია მოახდინო ინვესტირება იმ ობიექტში, რომელიც ინვესტორის საკუთრება არასდროს იქნება. საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, თუკი კანონით გათვალისწინებული იქნება  ქონების აღნაგობის უფლებით ინვესტორებისთვის გადაცემის შესაძლებლობა, მაშინ მნიშვნელოვნად გაიზრდება თიზ-ის კომპანიების მიერ განხორცილებული ინვესტიციებიც.

9 წლიანმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ თიზ-ების საქმიანობის მარეგულირებელი  კანონმდებლობა, საგადასახადო პრეფერენციები და ინფრასტრუქტურა არ იძლევა საკმარის საშუალებას განხორციელდეს თიზ-ების შექმნით დასახული ამბიციური გეგმა თიზ-ებში  უცხოური ქარხნებისა თუ საწარმოების განთავსების. 2018 წლის მეორე ნახევრიდან კომერციული ბანკების მიერ გამკაცრებულმა საბანკო რეგულაციებმა  განსაკუთრებით მწვავედ დააყენა თიზ-ების ფუნქციონირების საკითხი. კომერციული ბანკები, ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ თავს არიდებენ არარეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ თიზ-ში დაფუძნებული კომპანიებისთვის ანგარიშების გახსნას. ეს პროცესი  ხასიათდება  გართულებული პროცედურებით, ბანკის შიდა პოლიტიკის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილი უსაზღვრო მოთხოვნებით, ანგარიშების გახსნის შესახებ პასუხების მიღების  პროცედურის 2 თვემდე გაგრძელებით, რეალურად კი  ბანკები არარეზიდენტ სტარტაპებს ფაქტობრივად საერთოდ არ უხსნიან ანგარიშებს. შედეგად ზიანდება არა მხოლოდ თიზ-ების, არამედ ზოგადად ქვეყნის იმიჯი: ერთის მხრივ, მთავრობა  საერთაშორისო დონეზე აცხადებს სურვილს მოიზიდოს არარეზიდენტი ბიზნესი, ახორციელებს რეფორმებს ბიზნესის გამარტივების მიზნით. მეორეს მხრივ, კომერციული ბანკები მოზიდულ ბიზნესს იძულებულს ხდის დატოვოს ქვეყნის ფინანსური სივრცე.

თუმცა, პარალელურად, გლობალური დეოფშორიზაციის პირობებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომლითაც ქართულმა თიზ-ებმა ეტაპობრივად დაიმკვიდრეს, რეგიონული და გარკვეულწილად ევრაზიის მასშტაბითაც, საშუამავლო და სავაჭრო კომპანიების მიკრო ჰაბის ფუნქცია. ყველაზე უფრო მეტად სპეციალური ეკონომიკური ზონების მაგალითებზე საქართველოს თიზები ფუნქციურად დაემსგავსნენ ემირატების და სინგაპურის თავისუფალ ზონებს, რომლებიც საერთაშორისო ბიზნესის მიერ გამოიყენება, როგორც ფიზიკური ბიზნეს პლაცდარმის შესაქმნელად, ამავდროულად საერთაშორისო ტრანზიტული ბიზნეს ოპერაციების განსახორციელებლად .. საერთაშორისო ბიზნესის ოპერირების ჰაბი. ზემოთხსენებული ბიზნეს კონცეფცია პირდაპირ ეხმიანება საქართველოს მთავრობის ახალ მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომელიც გულისხმობს არარეზიდენტი ბიზნესის მოზიდვას და ქვეყნის დამკვიდრებას არა მარტო ლოჯისტიკის, არამედ მთლიანად მომსახურების ჰაბ-ად და ექსპორტიორად.

 

საბანკო მიმართულება

წლების განმავლობაში ქართული თიზ-ების მმართველმა კომპანიებმა, საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა ჩადეს თიზ-ების, როგორც მიმზიდველი საგადასახადო პრეფერენციების მქონე იურისდიქციების საერთაშორისო არენაზე წარსადგენად. წლების მანძილზე უკვე გაწეული ცნობადობის და იმიჯის ამაღლების სამუშაოების შედეგადსაქართველო გამოჩნდაბიზნესის მარტივად კეთების რუქაზედა მიიქცია ბევრი საინტერესო ბიზნეს ოპერატორის ყურადღება, რაც გამოიხატა მათი მხრიდან საქართველოში, კერძოდ თიზ-ებში კომპანიების რეგისტრაციით და ქართული ბანკების მეშვეობით საერთაშორისო საბანკო ოპერაციების განხორციელებით. მოპოვებული ნდობა და დამყარებული საქმიანი ურთიერთობები საშუალებას იძლევა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობები გავაფართოვოთ და მეორე ეტაპზე ჩვენი ქვეყანა შევთავაზოთ, როგორც უსაფრთხო, მომგებიან და ლიბერალურ გარემოდ მათი ფიზიკური ბიზნეს საქმიანობების განსახორციელებლად. ეს არის ლოგიკური ქრონოლოგია, უცხოური ინვესტიციის მოზიდვის. თუმცა ბოლო პერიოდში წარმოჩენილი პრობლემატიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის მთავრობის მიერ არჩეულ კურსს, ქვეყანამ დაიმკვიდროს რეგიონული და საერთაშორისო ბიზნესის ოპერირების ჰაბის სტატუსი. ასევე, საგრძნობლად ამცირებს იმ რეპუტაციის სტატუს, რაც წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული.

ამ ეტაპზე თიზ-ების წინაშე არსებული დამატებითი პრობლემატიკა და შესაძლო გადაჭრის გზები:

 4%-იანი გადასახადი ქართული ძირითადი საშუალებებისა თუ ნედლეულის შეტანაზე. პოტენციური გამოსავალი: მოიხსნას აღნიშნული გადასახადი საქართველოდან თიზ-ში შეტანისას და დაწესდეს თიზ-დან უცხოეთში ექსპორტისას, იმ შემთხვევაში თუ ამ ნედლეულს არ დაემატება ღირებულება (Value-ad) ან არ მოხდება გადამუშავება.

 4%-იანი გადასახადი თიზ-დან საქართველოში გაყიდვისას. გამოსავალი: ვინაიდან დღეს არსებული სტანდარტებით გადამამუშავებელ მრეწველობაში მარჟები არ სცილდება 10%-15%-, მიგვაჩნია, რომ გაუმართლებელია შენარჩუნდეს 4%-იანი გადასახადი ბრუნვაზე, ვინაიდან ბიზნესი უნდა მუშაობდეს დაახლოებით 28-29%-იანი მარჟით, რომ ეს 4%-იანი გადასახადი ბრუნვიდან გაუტოლდეს დღეს საქართველოში არსებულ მოგება+დივიდენდის გადასახადს. შესაბამისად ვთავაზობთ რამოდენიმე გამოსავალს 1) შემცირდეს 4%-იანი გადასახადი 2%-მდე 2) დროებით გათავისუფლდეს – 2-3 წლით 3) დაწესდეს ქვოტები საქართველოში შემოტანაზე.

დროებითი შეტანა-გამოტანის რეჟიმი: პრაქტიკაში კომპანიებს ხშირად უჩნდებათ სხვადასახვა დანადგარების, თუ პროდუქციის დროებითი რეჟიმით შეტანის ან გამოტანის მოთხოვნა, მაგალითად : 1) თიზ-ში არსებული დანადგარის (ტრანსფორმატორები, მანქანა-დანადგარები და აღჭურვილობა) მწყობრიდან გამოსვლა და მისი გამოტანა-შეკეთება-უკან შეტანის აუცილებლობა 2) დროებით უძრავი ტექნიკის შეტანა (ქვის დამშლელი) დანადგარი, .. დრაბილკა 3) ჭურჭლის დროებით გამოტანა ნედლეულის საქართველოდან შეტანის მიზნით და სხვა. გამოსავალი: მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად განხორციელდეს შესაბამისი საკანომდებლო ცვლილებები.

თიზ-ის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის შეზღუდვები სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე. გამოსავალი: მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად განხორციელდეს შესაბამისი საკანომდებლო ცვლილებები.

თიზ-დან საქართველოში იმპორტის დაბეგვრის პრობლემა (თიზ-ში იმპორტირებული ფასიდან დაბეგვრა). გამოსავალი: მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად განხორციელდეს შესაბამისი საკანომდებლო ცვლილებები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი