როგორ მოქმედებს მოზარდის განვითარებაზე პენიტენციური სტრესი?

6 ივნისი 2021

ავტორი: მაია ცირამუა
ბავშვთა
ფსიქოლოგი

მოულოდნელი,  ბუნებრივი  და ჩვეული მოვლენებისგან განსხვავებული  სიტუაცია, ადამიანისათვის სტრესის წყარო ხდება. სტრესული სიტუაცია ზემოქმედებს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ადამიანის სოციალურ ცხოვრებაზე და პირად მიღწევებზე.

არსებობს შემდეგი სახის სტრესორები ანუ სტრესის გამომწვევებიფიზიკური, ფსიქოლოგიურისოციალურიექზისტენციალური, რაც ადამიანის ფიზიკურ, სოციალურ გარემოს, მის თვითაღქმას, პირად ბიოგრაფიას და ცხოვრების საზრისსაც კი უკავშირდება. ადამიანისათვის სტრესის წყაროდ შეიძლება იქცეს, როგორც  წარუმატებლობა, ისე წარმატება. ამბობენ, რომ ადამინი გამუდმებით სტრესის ქვეშაა, მაგრამ განსაკუთრებით ძლიერი სტრესორი ადამიანში დისტრესს იწვევს და ზოგჯერ რადიკალურად  ცვლის მის  ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას.

ასევე, ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სტრეს-ამტანობით, ზოგი ძალიან მოწყვლადია და იოლადისტრესებაზოგი კი მეტ სიძლიერეს იჩენს.

პენიტენციურ სისტემაში მყოფი მოზარდი ორი სახის სტრესის ზემოქმედების ქვეშაა:

გაურკვევლობის სტრესი ( სასჯელის ზომის განსაზღვრამდე);

პენიტენციური სტრესი.

გაურკვევლობის სტრესი, თავისი შინაარსით დაკავშირებულია არა მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვასთან, არამედ მოზარდის, როგორც ადამიანის, საბოლოო ბედის განსაზღვრასთანროგორი ან რამდენი იქნება სასჯელის ზომა? სად და რა პირობებში მოუწევს მას სასჯელის მოხდა და რაც მთავარია სამომავლოდ ჩაიწერება თუ არა მის ბიოგრაფიაში – „დამნაშავე“.

პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის პირველ ეტაპზე გაურკვევლობის სტრესია წამყავნი. ესაა  დრო, მოზარდის დაკავებიდან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდეგაურკვევლობის სტრესი სარისკოა მოზარდის  ფსიქიკური ჯანმრთელობისათვისმნიშვნელოვანია ყოველი დღე სასამართლო განაჩენის გამოტანამდეყოველი სიტყვა და დაპირება, რომელსაც ის ადვოკატისგან ისმენს. სამწუხაროდ, სასამართლო პროცესიზოგჯერ თვეების მანძილზე გრძელდება, ეს ყველაფერი მოზარდს ხანგრძლივი სტრესის ქვეშ ამყოფებს.

პენიტენციურ ფსიქოლოგიაში ყველაზე სარისკო პერიოდად მიიჩნევა ციხის ცხოვრების პირველი პერიოდი, ამ პერიოდში იზრდება ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბების რისკი და რაც მთავარია  –  თვითდაზიანებისა და სუიციდის რისკი.

სტრეს-ფაქტორები, რომლებიც  მოზარდებზე  ზემოქმედებენ პენიტენციურ სისტემაში: ფიზიკური და სოციალური იზოლაცია, გულისხმობს ადამიანის იძულებით, ხანგრძლივ ყოფნას სივრცეში, სადაც  შეზღუდულია ფიზიკური სივრცე და სოციალური ურთიერთობებიმოზარდი, რომელიც თავისი ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე აქტიურია, მოძრავია, ენერგიულია განსაკუთრებით ძნელად ეგუება ასეთ შეზღუდვას, ის ძლიერ სენსორულ დეპრივაციას განიცდის, ნაკლებს ხედავს, ნაკლები ესმის და ზოგადად ნაკლებს აღიქვამსუცვლელი გარემო, ერთიდაიგივე ადამიანები მისი ინტერაქტიური კომუნიკაციური ქმედებების გაიშვიათებას იწვევსასეთ გარემოში  ყოფნა კი იწვევს კონფლიქტების სიხშირის ზრდას, ტოლერანტობის დაქვეითებას და არაადექვატური რეაქციების გახშირებას.

ამ გარემოებებმა ადამიანი შესაძლოა ტრაგიკულ ფინალამდე მიიყავნოსპენიტენციურ სისტემაში მოხვედრის პირველ ეტაპზე სტატისტიკურად ხშირია თვითდაზიანებებისა და სუიციდური ქმედებების რიცხვი

დახურულ სივრცეში, საკანში ყოფნა ადამიანისათვის განსაკუთრებით მძიმე ხდება, რადგან:

ის მუდმივად ხელისგულზეა;

მუდმივად დაძაბულია ემოციურად;

მუდმივად ერთსა და იგივე როლშია;

მუდმივად ტანჯავს სხვებისგან განმარტოების სურვილი, რომლის დაუკმაყოფილებლობასაც ადამიანი მიჰყავს . . ფსიქოლოგიურ სტრიპტიზამდე, ადამიანი კარგავს უნარს დაფაროს საკუთარი განცდები, მოსაზრებები, რაც გარკვეულწილად თავდაცვით რეაქციასაც წარმოადგენს;

მისი განცდები პერსონიფიცირებულია დააზრები გახსნილია, საჯაროა“,  რაც იწვევს ხშირ კონფლიქტებსა ან აუტიზაციას (ჩაკეტვას);

ის იძულებულია გახდეს კონფორმისტი, დაჰყვეს ჯგუფის ნებას და აღიაროს ის, რაც ადრე მისთვის მიუღებელი იყო;

შეზღუდულია რეჟიმით და ჯგუფის წესებით;

მისთვის მძიმეა ერთსქესობრივი სოციალური სივრცე.

პენიტენციური სტრესი სხვადასხვა ფსიქოსომატურ, ემოციურ და ქცევით ცვლილებებში ვლინდება, განსაკუთრებით მოზარდებში ხშირია:

იმუნური სისტემის დასუსტება;

ენდოკრინული ცვლილებები;

ნერვული და გულსისხლძარღვთა მიმოქცევის პრობლემები;

ძილის და სიფხიზლის ფაზების დესინქრონიზაცია;

ალერგიული რეაქციების გახშირება;

მწვავე სტრესული აშლილობა;

განგაშის განცდა;

კოგნიტური ფუნქციონირების შესუსტება;

დეპრესიული გამოვლინებები;

აფექტური არამდგრადობა;

ტოლერანტობის დარღვევა;

დისოციაციური დარღვევები;

საზრისის დაკარგვა;

ციხის გარემოსთან ადაპტაციაცნობიერების კრიმინალიზაცია.

რა არის მოზარდთა დანაშაულის წინაპირობები?

დელიქვენტური ქცევაისეთი ტიპის ქცევაა, რომელიც ცდება აღიარებულ, მისაღებ სოციალურ, კულტურულ და კანონიერ ნორმებს მოცემულ საზოგადოებაში“. (United Nations World Youth Report, 2005).

ადრეულ ბავშვობაში არსებობს  გარკვეული პრედიქტორები, რომლებიც განსაზღვრავს ჩაიდენს თუ არა მომავალში მოზარდი დელიქვენტურ ქცევას, ასეთ პრედიქტორთა რიგშია: დაუმორჩილებლობა, მაღალი იმპულსურობა, აგრესია, გამომწვევი ქცევა, ოპოზიციური ქცევა.   (DSM-V, ICD-10 კლასიფიკაციები),  თუმცა ცხადია ამ ნიშნების არსებობა არ არის განაჩენი ბავშვისთვის და ყოველთვის შეიძლება მათი მართვა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების  ამოქმედების საშუალებით.

დელიქვენტური, ანტისოციალური ქცევის მთავარ რისკ-ფაქტორს  თვითონ მოზარდობის ასაკი წარმოადგენს. როგორც კვლევები აჩვენებს სტატისტიკურად მოზარდები წარმოადგენენ ყველა ტიპის საზოგადოების ყველაზე უფრო კრიმინალურ სეგმენტს, მაგრამ შესაბამისი პრევენციული პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ, მოზარდთა უმრავლესობა წყვეტს კრიმინალურ ქმედებასფსიქოლოგიაში მოზარდობის ასაკად განისაზღვრება 12-დან 18 წლამდე პერიოდი, რაც ამავდროულად პუბერტატის (სქესობრივი მომწიფების) ასაკს   წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პიროვნების განვითარებაში ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდი, ერთგვარი ბუფერული ზონა ბავშვობასა და მოზარდობას შორის, რომელიც წინააღმდეგობებითაა სავსე. მოზარდი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას:

მან უნდა მოიპოვოს სქესობრივი იდენტობა, რაც მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს. პრე-პუბერტატის ასაკში  (10–11 წელი) დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონების გამოყოფა, სწრაფ  ფიზიკურ ზრდას იწვევს, ხოლო პუბერტატის ასაკში მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა, ცვლის მოზარდის თვითაღქმას. ყველაზე მთავარი კონფლიქტი მოზარდს საკუთარ შევცლილ  სხეულთან აქვს. გარდა ამისა ჰორმონალური ცვლილებები ცვლის მის ფსიქოემოციურ ცხოვრებასაც, რაც ემოციურ ლაბილობაში გამოიხატება;

მან უნდა მოიპოვოს პიროვნული იდენტობა  – ანუ გასცეს პასუხი საკმაოდ რთულ კითხვასვინ ვარ მე? როგორია სამყარო? ვინ არიან ჩემი მეგობრები?   მოზარდის მთავარი ამოცანა თანატოლთა წრეში  თვითდამკვიდრებაა, რისთვისაც მას სჭირდება ზრდასრულების სამყაროსგან გამოყოფა. მოზარდობის ასაკი ავტორიტეტების მსხვერევისა და ამბოხის ასაკია, სწორედ ამ გზით ახერხებს მოზარდი უფროსების სამყაროსგან გამიჯვნას და თანატოლებში დამკვიდრებასრასაც თან ახლავს კონფლიქტები მშობლებთან, უფროსებთან. ამ ასაკში მოზარდი თანატოლთა წესების უპირობო მიმღები ხდება, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვინ არიან მისი მეგობრები, ესაა ფეხბურთელთა გუნდი თუ უბნის კრიმინალური დაჯგუფება, რადგან მოზარდის მორალს და ღირებულებებს სწორედ ისინი განსაზღვრავენმოზარდის ამ თავისებურების გამო ჯგუფური დანაშაულის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ამ ასაკში.

იმპულსურობა, ნეგატივიზმისახიფათო სიტუაციებისაკენ სწრაფვა, საზოგადოდ მიღებული ნორმების უგულებელყოფაკონფლიქტი უფროსებთან, თანატოლთა წესებისადმი ტოლერანტობამოზარდობის ასაკის მახასიათებლებიაროგორც ვხედავთ მოზარდი თავისი ბუნებით რთულია“, დელიქვენტია“, რადგან წესების დარღვევა აქ გარკვეულნორმასწარმოადგენს. ცნობილი ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი ანა ფროიდი მოზარდობის ასაკზე ამბობდა: „იყო ნორმალური ამ ასაკში, ეს უკვე არანორმალურია“.

თუ ზემოთ ნათქვამს შევაჯამებთ დელიქვენტური ქცევის ერთ-ერთ ფაქტორს ასაკობრივი ფაქტორი წარმოადგენს, ანუ თვითონ მოზარდობის ასაკში შესვლა უკვე რისკ-ფაქტორია.

გასათვალიწინებელია შემდეგი ინდივიდუალური ფაქტორები:  

ადრეული ანტისოციალური ქცევა;

ემოციური ფაქტორები: მაღალი ქცევითი აქტივობა და ქცევის შეკავების მექანიზმების სისუსტე;

დაბალი/ სუსტი კოგნიტური განვითარება;

დაბალი ინტელექტი;

ჰიპერაქტივობა, კონცენტრაციის პრობლემები, მოუსვენრობა, აგრესიაგარისკვა.

როცა დელიქვენტური ქცევის რისკ-ფაქტორებზე ვსაუბრობთ გვერდს ვერ ავუვლით მოზარდის სოციალურ გარემოს, სადაც განვიხილავთ, როგორც უახლოეს სოციალურ ველსოჯახი, სანათესაო, თანატოლთა წრე, სკოლა, ასევე მთლიანად საზოგადოებას და კულტურულ თავისებურებებს. სოციალურ-ეკონომიკური და  კულტურული ფაქტორებიამ ფაქტორთა შორის წამყვანი როლი აქვს საზოგადოებაში არსებულ ნორმებს, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, მაგალითად, როგორია აღზრდის ტრადიცია, დასჯისა და წახალისების კულტურული ნორმები, როგორია განათლების სისტემა და რამდენადაა ის ორიენტირებული ბავშვის ინტერესებზე, როგორია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა და . ზოგადად როგორია ბავშვთა უფლებების დაცვის პოლიტიკა ქვეყანაშიგარდა ამ ფაქტორებისა თავისთავად ცხადია გარკვეულ როლს თამაშობს ქვეყნის  პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ამ კუთხით, საინტერესოა გასული საუკუნის 80-იან და 90 -იან  წლებში ევროპის ქვეყნებში ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც საგრძნობლად იმატა არასრულწლოვანთა ძალადობრივმა დანაშაულმა, მათი მაჩვენებელი წინა  პერიოდთან შედარებით  50 დან 80% მდე გაიზარდა. ინგლისსა და უელსში ბავშვთა  ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი  ყოველ 100 000 მოსახლეზე  360 -შეადგენდააღმოსავლეთ გერმანიაში 580-ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ კი მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა, ასევე გაიზარდა ძალადობრივი დანაშაული იტალიაში და ნიდერლანდებში, ამავე ქვეყნებში იმატა ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების რაოდენობამაც, სადაც მეტი წილი მათი თანატოლების მიერ იყო ჩადენილი. მოზარდთა დანაშაულის ამდაგვარი ზრდა ამ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაუკავშირდა, კერძოდ კი უმუშევრობისა და ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლების ზრდას, განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ძალადობრივი დანაშაულის მატება გერმანიაში ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. როგორც მკვლევარები ამბობენ უმუშევრობა, იარაღის ხელმისაწვდომობა, ოჯახში  ძალადობის შემთხვვების ზრდა წარმოადგენდა  წამყვან ფაქტორებს მოზარდთა დანაშაულის ზრდისათვის.1

საინტერესო დაკვირვებაა მოზარდთა დანაშაულის მაჩვენებლების შემცირებაზე ბოლო წლების მანძილზე ისეთ ქვეყნებში, სადაც არასრულწოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკა შეიცვალა, სადაც არსებობს დელიქვენტური ქცევის პრევენციისა და ინტერვენციის პროგრამები. შეგვიძლია ვნახოთ მონაცემები ნიდერლანდების მაგალითზე:

სკოლისა და განათლების პოლიტიკის ფაქტორთა შორის მნიშვნელოვანია:

დეზორგანიზირებული სკოლა;

დელიქვენტი ჯგუფების სიმრავლე სკოლასა და უბანში;

დაბალი აკადემიური მოსწრება;

სკოლის ხშირი გაცდენა;

სკოლიდან გარიცხვა;

დაბალი აკადემიური მოტივაცია, მისწრაფებები;

თანატოლების წრიდან გარიყულობა;

იარაღის/ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა.

მაგალითად, 2009 წელს საქართველოში არასრულწოვანთა დაწესებულებაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პატიმრობაში მყოფი 154 მოზარდიდან  57% სკოლიდან იყო გარიცხული, მათ შორის 28%  4 -ჯერ იყო გარიცხულიეს გახლავთ პერიოდიროცა დამნაშავეებისადმინულოვანი ტოლერანტობისპოლიტიკა ბავშვებზეც გავრცელდა, არა მხოლოდ მართლმსაჯულების სფეროში, არამედ განათლების სისტემაშიც.   ციფრები, რომლებიც ზემოთ მოვიყვანეთ ადასტურებს, რომ კონტროლზედასჯაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა თუ განათლების სისტემა ზრდის მოზარდთა დანაშაულის მაჩვენებელს.

ოჯახის ფაქტორები:

 ურთიერთობის ნაკლებობა მშობელსა და ბავშვს შორის (ჩარევის, მხარდაჭერის უქონლობა);

 ძალადობა ან ქრონიკური უყურადღებობა ბავშვის მიმართ;

 ძალადობა ოჯახში, კონფლიქტური მდგომარეობა;

და-ძმის გავლენა;

მშობლების გაშორება.

მშობლების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;

ოჯახის სტრუქტურა;

მრავალწევრიანი ოჯახი;

ოჯახში ანტისოციალური ქცევები;

არასრულწლოვანი მშობელი.

გასაკუთრებულ ფაქტორთა შორისაა ოჯახში ძალადობის გამოცდილება, 2012/13 წლებში  საქართველოში არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ 167 მოზარდიდან, რომელიც იმ დროისათვის სასჯელს იხდიდა თითქმის 70 % - გამოცდილი ჰქონდა სისტემატური ფიზიკური ძალადობა ოჯახში, 12 % სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყომშობელთა განქორწინება, ხშირი ოჯახური კონფლიქტები, ერთ-ერთი მშობლის (განსაკუთრებით დედის) შრომითი მიგრაციაასევე, მნიშვნელოვან ფაქტორებად დასახელდა.

ეს გახლავთ იმ ფაქტორთა არასრული ჩამონათვალი, რომელიც  არასრულლწოვანთა დანაშაულის წინაპირობა ხდება

შემთხვევა პრაქტიკიდანგოგა (სახელი შეცვლილია) ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, 17 წლის მოზარდი, სასჯელი მოიხადა ყაჩაღობის მუხლით. გოგას მამა ალკოჰოლზე დამოკიდებული 45 წლის მამაკაცი, უმუშევარი. დედა 38 წლის, თვითდასაქმებული. გოგას მამა ხშირად სვამდა. შინ დაბრუნებისას ტეხდა ჩხუბს და სკანდალს ნებისმიერი მიზეზის გამო. სცემდა მეუღლეს, რასაც ხშირად შესწრებია მისი მცირეწლოვანი შვილი. ერთხელ, როცა გოგამ დედის დახმარება გადაწყვიტა (11 წლის ასაკში) მამამ ის ბნელ ოთახში ჩაკეტა და ორი დღე დაატყვევაამ ამბის შემდეგ გოგას ძლიერი შიში დასჩემდა და მთვრალი მამის სახლში დაბრუნებისას მეზობლებთან იმალებოდა, მას ხშირად ესმოდა დედის განწირული კივილი, მაგრამ მის დახმარებას ვერ ახერხებდა.

13 წლის იყო გოგა როცა მშობლები გაეყარნენ. დედა უკრაინაში წავიდა სამუშაოდ და შვილსაც შესთავაზა მასთან ერთად წასულიყო, მაგრამ გოგამ მამასთან დარჩენა ამჯობინა. თავისი საქციელის მიზეზს დღემდე ვერ ხსნის, თუმცა ამბობს, რომ ის მამასთან საოცარ მიჯაჭვულობას გრძნობდა, თან ეშინოდა და თან უყვარდა.  `როცა წამოვიზარდე თითქოს საგანგებოდ ვცდილობდი მამა გამებრაზებინა, ალბათ მინდოდა ასე მიმეპყრო მისი ყურადღებამეც დავიწყე სმა, რაზეც ის ძალიან ბრაზობდაფიზიკურად ძლიერი იყოდამიჭერდა და ქამრით მცემდა, რამდენჯერმე რადიატორზე მიმაბა,   რკინის ჯაჭვითაც ვუცემივარ. მამაჩემი არასდროს ინტერესდებოდა დავდიოდი თუ არა სკოლაში, არ მქონდა წიგნები, მთელ დროს ქუჩაში ვატარებდი.

მოგვიანებით გოგამ ღამით  ქუჩაში ქალების და ახალგაზრდა გოგონების დაშინება დაიწყო, უსაფრდებოდა და თავს ესხმოდა, დანას მიადებდაშემდეგ კი  გარბოდა.  `მათი ნივთები არაფერში მჭირდებოდა, ძალიან მსიამოვნებდა, როცა ისინი ჩემს ხელებში ცახცახებდნენ, ეს რამდენიმე წამი გრძელდებოდა, მაგარამ მაინც უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი.

17 წლის ასაკში გოგა ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს.

ეს შემთხვევა კარგად აჩვენებს როგორ შეიძლება იქცეს ძალადობის მსხვერპლი მოძალადედმართალია გოგამ მამასთან მიმართებაში მსხვერპლის როლი შეინარჩუნა, მაგრამ  თავად იქცა მოძალადედ, რითაც  შეძლო საკუთარი უსუსურობის და არასრულფასოვნების განცდის  კომპენსაცია.

როგორია ახალი ხედვა და  რა არის ბავშვის  საუკეთესო  ინტერესი მართლმსაჯულების სისტემაში?

პირველი საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ  როცა ვცდილობთ შევქმნათ ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემაარის შემდეგიროგორ განვსაზღვროთ ბავშვის საუკეთესო ინტერესი  როცა ის კანონს არღვევსროგორ უნდა დაინახოს ბავშვი მართლმსაჯულების სისტემამ  და რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ერთის მხრივ არ შეფერხდეს ბავშვის განვითარება, ხოლო მეორეს მხრივ   თავიდან ავიცილოთ დანაშაულის რეციდივიდა რაც მთავარია რა უნდა გააცნობიეროს სისტემაში მოხვედრილმა ბავშვმა და რა უნდა გაიგოს საკუთარი თავის შესახებ? ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან საქმე მოზარდებს ეხებათადამიანებს, რომლებიც საკუთარი იდენტობის ძიების პროცესში არიან, ანუ მათ ასაკობრივ ამოცანას წარმოადგენს  იპოვონ პასუხი კითხვაზევინ ვარ მეხშირად, სწორედ ამ კითხვაზე  მოზარდობაში ნაპოვნი პასუხი განსაზღვრავს ადამიანის მომავალს

ტრადიციულ მართლმსაჯულების სისტემაში რამდენიმე მოქმედი პირია: პოლიციელი, პროკურორი, ბავშვის ადვოკატი, ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, მოსამართლე. როგორია თითოეული მოქმედი პირის როლი? პროკურორი ამტკიცებს ბრალს, რომ ბავშვმა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული. საწინააღმდეგო პოზიციაზეა ადვოკატიის ამტკიცებს, რომ ბავშვი უდანაშაულოა ან არსებობდა უამრავი მიზეზი, რამაც ის დანაშაულამდე მიიყვანამოსამართლემ კი თავისი გადაწყვეტილებებით პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს: რა კანონი დაირღვავინ დაარღვია კანონი? რა სასჯელს იმსახურებს ის? თუ ლოგიკას გავყვებით ამ პროცესში ჩართული მოზარდი  ან დამნაშავის იდენტობას ირგებს ან მსხვერპლისას

რას ნიშნავს დამნაშავის იდენტობა?

სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ მოზარდობის ასაკში ციხეში გატარებული წლები კრიმინალური იდენტობის ჩამოყალიბებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე მისგან გათავისუფლებასციხიდან  გამოსული მოზარდი იდენტობის გარეშე  რჩებაის  ეძებს ადგილს, სადაც მიიღებენაღიარებენ, საზოგადოება  კი მას სტიგმას სთავაზობს,   მოზარდსა და საზოგადოებას შორის დიდი კედელიაგაუცხოებაა,   რაც ხშირად დანაშაულის რეციდივით სრულდება

მოზარდები, რომლებიც იდენტობის მოპოვების ეტაპს  ციხის კედლებში გადიან, სერიოზული საფრთხის წინაშე დგებიან იმ თვალსაზრისით, რომ სასჯელის ამოწურვის შემდეგ როცა ისინი თავისუფლებას უბრუნდებიან, ვერ ახერხებენ გარემოსთან ადაპტაციას იმის გამო, რომ მათი იდენტობა მთლიანად ციხის გარემოსთან არის დაკავშირებულიმე-დამნაშავე, მე-ყოფილი პატიმარიეს .. სტიგმატიზებული იმიჯი, მათ ხელს უშლის ახალი იდენტობის მოპოვებაში, შესაძლოა ითქვას, რომ ისინი იდენტობის გარეშე რჩებიან, ამიტომ არაცნობიერად  უბრუნდებიან ჩვეულ იდენტობას, რაც დანაშაულის რეციდივში გამოიხატება. საფრთხე კიდევ უფრო სერიოზულ სახეს იძენს საზოგადოებაში, სადაც რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის რესურსი მაღალი არ არის

რას ნიშნავს მსხვერპლის იდენტობა?

ადამიანს მსხვერპლობიდან ორიგამოსავალიაქვსან მარადიულად მსხვერპლის როლში რჩება, ან გადადის შურისძიების მოდუსში  და თავად ხდება მოძალადე. მსხვერპლის ბუნება პარადოქსულია, რაც კარგად აჩვენა მარტინ სელიგმანის ექსპერიმენტმა. ის ძაღლების სამ ჯგუფს ჩაკეტილ სივრცეში ათავსებდა და მათზე ელექტროდენით  ზემოქმედებდა, პირველ ჯგუფში მყოფ ძაღლებს შეეძლოთ ბერკეტზე ცხვირის დაჭერით დენის წყაროს გათიშვა, მეორე ჯგუფში  მყოფებს  არანაირი კონტროლი არ ჰქონდათ სიტუაციაზე და დაკავშირებული იყვნენ პირველებთან. მათზე დენის ზემოქმედება წყდებოდა, თუ პირველი ჯგუფის ძაღლები ბერკეტს აღმოაჩენდნენ. მესამე ჯგუფის ძაღლებზე კი არანაირი ზემოქმედება არ ხდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ, ყველა ძაღლს ათავსებდნენ სივრცეში, საიდანაც შესაძლებელი იყო გაქცევა.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ელექტროდენით ზემოქმედებას გაექცნენ პირველი და მესამე ჯგუფის ძაღლები, ხოლო მეორე ჯგუფის ძაღლები  კი ადგილზე დარჩნენ. ისინი საცოდავად წკმუტუნებდნენიატაკზე წვებოდნენ და ელოდებოდნენ მორიგ დარტყმას.

გამოდის, როცა მოზარდი მსხვერპლის იდენტობაში შეგვყავს, სწორედ ასეთი ცხოვრებისათვის  ვწირავთროცა მართლმსაჯულების სისტემა მოზარდებს სთავაზობს ან დამნაშავის ან მსხვერპლის იდენტობასაქ ბავშვის საუკეთესო ინტერესზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა სხვა მიდგომებს გვთავაზობს-არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც საქართველოში 2016 წლის დასაწყისში მივიღეთრადიკალურად განსხვავებულიააქ არ არსებობს დილემამსხვერპლი თუ დამნაშავეაქ მთავარი, მოზარდის საუკეთესო ინტერესია და ის, რომ ყველა ბავშვის მხარეს უნდა დადგეს- პოლიციელიცპროკურორიც, ადვოკატიცმოსამართლეც და მთლიანად საზოგადოება. ყველა ერთის წინააღმდეგ კი არა, როგორც ტრადიციულ მართლმსაჯულებაში იყო, ყველა ბავშვისათვის  და ბავშვის გარშემოროგორ შეიძლება ამას მივაღწიოთ? საქართვეელოში 2010 წლიდან მოქმედებს აღდგენითი მართლმსაჯულების ფილოსოფიაზე აგებული განრიდებისა და მედიაციის პროგრამარის მიხედვითაც  14 წელს მიღწეული პირის მიერ პირველი კანონდარღვევის დროს პროკურორს აქვს უფლება გამოიყენოს დისკრეციის მექანიზმი და სისხლისსამართებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს მოზარდი, მას არ აკავებს პოლიცია, პროკუროორი უკავშირდება სოცმუშაკს, რომელმაც უნდა შეისწავლოს ბავშვის სოციალური გარემო, განსაზღვროს დანაშაულის ჩადენის რა რისკ-ფაქტორები აქვს მას, როგორც პირად დონეზე, ასევე ოჯახის ან უახლოესი მიკროსოციუმის დონეზე (უბანი, თანატოლთა წრე, სკოლა და . . ) ასევე ის იძიებს დანაშაულის თავიდან აცილების ფაქტორებს, რომელსაც ჩვენ დამცავ ფაქტორებს ვუწოდებთ, რომელიც ასევე ფასდება ყველა დონეზე (პიროვნების, ოჯახის, სკოლის და სხვა), ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხდება მისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრარა პირობა უნდა შეასრულოს მოზარდმა, რაც მას დაეხმარება იმაში, რომ იგრძნოს პასუხისმგებლობა, გაიაზროს ზიანი. დაზარალებულისათვის და ზოგადად საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის გასააზრებლად  ამავე პროგრამის მიხედვით საქმეში ერთვება მედიატორი, ეს სრულიად ახალი პროფესიაა, ესაა ადამიანი, რომელიც მოზარდსა და დაზარალებულ მხარეს შორის მუშაობს. ის ხვდება როგორც დაზარალებულს, ასევე  არასრულწლოვანს და ამზადებს მათ კონფერენციისათვის, სადაც ისინი პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრა საკმაოდ დიდ ემოციურ დატვირთვას ატარებს, ეს შეხვედრა ეხმარება მოზარდს გაიაზროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, ხოლო დაზარალებული ხედავს მონანიების ემოციებს მოზარდის მხრიდან. სწორედ ესაა აღდგენითი მართლმსაჯულების მთავარი ამოცანა. აქ სხვა კითხვები ისმებავინ დაშავდა? რა ზიანი მიადგა მას? ვისი ვალდებულებაა ამ ზიანის (განსაკუთრებით მორალური ზიანის) დაკმაყოფილება. ასეთი შეხვედრის შემდეგ ფორმდება სამოქალაქო ხელშეკრულების პირობები, რაზეც ხელს აწერს ყველა პირი, მათ შორის არასრულწლოვანი და დაზარალებული.

საილუსტრაციოდ ერთ შემთხვევას განვიხილავთ – 45 წლის მოქალაქემ საცურაო აუზზე პირადი ნივთები დაკარგა, როგორც გაირკვა მისი ნივთები 15 წლის მოზარდმა მოიპარა.

რა რისკ და დამცავი ფაქტორები მოიძია სოცმუშაკმა?

რისკფაქტორები: მოზარდი დისფუნქციური ოჯახიდანაა, მშობლები გაცილებულები არიან, დედა ალკოჰოლს მოიხმარს, ისინი თბილისის ერთ-ერთ კრიმინალურ უბანში ცხოვრობენუკვე მეორე წელია ბიჭი სისტემატურად აცდენს სკოლას, აქვს კონფლიქტები პედაგოგებთანსწავლაში ჩამორჩება, არის ჰიპერაქტიული, იოლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ.

დამცავი ფაქტორები: მოზარდს ჰყავს მზრუნველი ბებია და ბიძა დედის მხრიდან, რომელიც მას ავტომანქანების შეკეთებას ასწავლის, ბიჭი მოტივირებულია ისწავლოს ეს საქმე, სოციალური მომსახურების სააგენტო განიხილავს საკითხს მეურვეობა ბიძას მიაკუთვნოს, ბიჭი თანახმაა დაასრულოს სავალდებულო ცხრა კლასი და სწავლა გააგრძელოს პროფესიულ სასწავლებელში, ის წერს ლექსებს და კარგად ცეკვავს.

რა მოისმინა მედიაციის კონფერენციაზე მოზარდმა როცა დაზარალებულს დაუსვეს მარტივი შეკითხვარა იგრძენით როცა აღმოაჩინეთ, რომ პირადი ნივთები ტელეფონი და საათი დაკარგეთ? – „პირველად დავკარგე რაღაც და ამან ძალიან დამაბნია, მერე სასტიკად გავბრაზდი და პოლიციას შევატყობინესაშინელი უმწეობა ვიგრძენი, როცა წარმოვიდგინე, რომ ყველა ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია დავკარგე, დამიჯერებთ, ზეპირად მეუღლის ტელეფონის ნომერიც კი არ ვიციამასწინათ ბავშვობის მეგობარი შემხვდა, სკოლის მერე არ მინახავს და  ისე ძალიან გამიხარდა. ახლა ისევ დავკარგე, რადგან ტელეფონი ამ ყმაწვილმა უკვე გაყიდა. საათზეც მინდა გითხრთ, მისი ღირებულება ალბათ სულ 20 ლარია, თუმცა ჩემთვის ძვირფასი ნივთი იყო, სკოლა როცა დავამთავრე მამამ მაშინ მაჩუქა, წარწერაც კი ჰქონდა უკანა მხარესსახსოვრად ნიკოს მამისგან. მამა დიდი ხანია გარდამეცვალა და როცა საათი დავკარგე, ჩავთვალე, რომ მამა მეორედ მომიკვდა“. ამავე შეხვედრაზე დაზარალებული ისმენს მოზარდის მოტივს ის ამბობს: „მე ნივთები გავყიდე, რადგან მინდოდა ახალი კედები მეყიდა, მეორე დღესტუსოვკაზეუნდა წავსულიყავი და იქ ვერ მივიდოდი ჩემი ძველი ფეხსაცმლით. ახლა ვხვდები, რომ არ ღირდა ამის გაკეთება“.

პირობად მოზარდს განესაზღვრა დაეხმაროს ბიძას, რომელიც მანქანების შემკეთებელია, ექსტერნად ჩააბაროს მე-9 კლასის გამოცდები და იაროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში სოციალური უნარების ტრენინგზე

რა მოხდა ამ პროცესის შედეგად? მოზარდმა დაინახა ზიანი, რომელიც მიადგა დაზარალებულს, მან გაიაზრა საკუთარი დანაშაული, მნიშვნელოვანია მან საკუთარ ქმედებას ასე შეხედოს –  „ეს მე გავაკეთეეს ჩემი ქცევაა და პასუხსაც მე ვაგებ!“  და ცხადია მას მოუწევს გარკვეული პირობების შესრულება კიდევ რამდენიმე თვის მანძილზესწორედ ესაა არასრულწოვანთა მართლმსაჯულების პროცესში  ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრაგაიაზროს დანაშაული, არ შეწყდეს მისი განვითარება, არ დაედოსდამნაშავისსტიგმა და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ნამოქმედარზე. ის თავს დამნაშავედ გრძნობს, მაგრამ არ ჰქვიადამნაშავე“  კანონის ენაზე, რადგან ის არ ითვლება სისხლის სამართლის დამნაშავედ

სახელმწიფო, ოჯახი  და საზოგადოება კი ვალდებულია ყველა სახის რესურსი გამოიყენოს, ყველა ღონე იხმაროს დანაშაულის ადრეული პრევენციისათვის, რაც გულისხმობს ბავშვებისა და მოზარდებისათვის სოციალური კეთილდღეობისფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობის და  ძალადობისაგან დაცული გარემოს უზრუნველყოფას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი