ინტერვიუ რაჟდენ კუპრაშვილთან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

6 ივნისი 2021

 

ბატონო რაჟდენ, ინტერვიუ დავიწყოთ იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატისა და ხელმისაწვდომობის საკითხებზე საუბრით.

როგორც მოგეხსენებათ, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრებისათვისსოციალურად დაუცველი პირებისათვის, არასრულწლოვნებისათვის, ოჯახში ძალადობის მსხვერლთათვის, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირებისათვის, თავშესაფრის მაძიებლებისა და კანონით გათვალიწინებული სხვა პირებისათვის სახელმწიფოს ხარჯზე, სამართლებრივი მომსახურეობისიურიდიული კონსულტაციისა და დახმარების გაწევას

სამართლებრივ დახმარებაზე წვდომის გარეშე, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფები აღმოჩნდებიან მათი უფლებების დაცვისა და რეალიზაციის რეალური საფრთხის წინაშე, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ამ პირების ჩამოცილებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისაგან.

მოგახსენებთ, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნის დღიდან პერიოდულად ხდება სამსახურის მანდატის გაფართოვება

ბავშვთა კოდექსისმიღების შემდეგ, კვლავ იგეგმება იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაზრდა. კერძოდ, არსებული კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით ისარგებლებს ყველა სტატუსის არასრულწლოვანი, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, თუ მათ არ ეყოლებათ კერძო ადვოკატი.

არსებობს, ასევე სხვა მიმართულებითაც სამსახურის მანდატის გაფართოვების საჭიროება. ერთ-ერთ ასეთ სფეროს წარმოადგენს თავშესაფარის  მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოში იურიდიული დახმარების სამსახურის ჩართულობის საჭიროება და ..

რაც შეეხება იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმისაწვდომობას, მოგახსენებთ, რომ სამსახური თავის ბენეფიციარებს სამართლებრივ მომსახურეობას უწევს სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით.

მიმდინარე წლის აპრილის თვემდე, საქართველოს მასშტაბით სამსახურის შემადგენლობაში შედიოდა 12 ბიურო და 7 საკონსულტაციო ცენტრი.

იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმისაწვდომობის გაზრდის და ბენეფიციარებისათვის დროული სამართლებრივი დახმარების გაწევისათვის, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, იურიდიული დახმარების სამსახურს დაემატა 9 საკონსულტაციო ცენტრიპანკისში, ცაგერში, ყაზბეგში, დმანისში, მარტვილში, შუახევში, ხაშურში, ბორჯომში და წალენჯიხაში და 2 ბიუროგურჯაანსა და ოზურგეთში.

როგორც ხედავთ, საკონსულტაციო ცენტრების დამატება უმეტესწილად განხორციელდა იმ ადგილებში, რომლებიც მოშორებულია ძირითადი ადმინისტრაციული ცენტრებისაგან. მსგავს ადგილებში საკონსულტაციო ცენტრების არარსებობა აბრკოლებდა სამსახურის ბენეფიციარებს მიეღოთ დროული სამართლებრივი დახმარება და გარკვეულ შემთხვევებში, დიდ მანძილზე გადაადგილების საჭიროებიდან გამომდინარე, საერთოდ გამორიცხავდა კიდეც იქ მცხოვრები პირებისათვის სამართლებრივი დახმარების მიღების შესაძლებლობას.

იურიდიული დახმარების სამსახური ასევე აქტიურად მუშაობს საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში ონლაინ კონსულტაციების განხორციელებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის დანერგვაზე, რაც ბენეფიციარებისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის სამართლებრივ დახმარებას.

რას გვეტყოდით სამართლებრივი სერვისების ხარისხისა და საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გატარებულ  ღონისძიებებზე?

მოგეხსენებათ, რომ სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მომსახურეობის ხარისხი, რომელსაც სამსახური უწევს თავის ბენეფიციარებს.

სამართლებრივი მომსახურეობის ხარისხის უზრუნველყოფისათვის, სამსახური მიმდინარე წელს მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურეობის ხარისხის შეფასების სისტემის ამოქმედებას.

ამჟამად, ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ხარისხის შეფასების კრიტერიუმების შექმნასთან დაკავშირებით. სამსახური მიზნად ისახავს შეიმუშაოს ხარისხის შეფასების ისეთი მექანიზმი, რომელიც ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ბენეფიციარების მიერ ეფექტური სამართლებრივი მომსახურეობის მიღებას და მეორეს მხრივ, დაიცავს ადვოკატის დამოუკიდებლობას.

სამართლებრივი მომსახურეობის ხარისხის უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივ ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამსახური მუდმივად ახორციელებს საზოგადოებრივი ადვოკატების გადამზადებას, რა დროსაც ადვოკატები ეცნობიან ეროვნულ და საერთაშორისო პრაქტიკას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ამ მხრივ, აღსანიშნავია  საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს, ძალადობის როგორი ფორმები არსებობს და როგორ ეხმარება იურიდიული დახმარების ბიურო მსხვერპლს?

მოგეხსენებათ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. ამ მხრივ, სამწუხაროდ, არც საქართველოა გამონაკლისი.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ხშირად არიან არა მხოლოდ ის პირები, რომლებიც უშუალოდ განიცდიან ძალადობას, არამედ არასრულწლოვნები, რომლებიც ხდებიან ოჯახში ძალადობის მოწმეები. შესაბამისად, ამ პირთა დაცვა პრიორიტეტულია არა მხოლოდ მსხვერპლთა უფლებების დაცვის, არამედ მომავალი თაობების დაცვისა და მათი სრულფასოვანი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისათვის.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთა და პრევენცია ხშირად არ არის მარტივი, ვინაიდან სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის შიშის, მოძალადეზე ეკონომიკური დამოკიდებულების და .. მიზეზით, მსხვერპლისათვის/სავარუდო მსხვერპლისათვის არ არის მარტივი მიმართოს შესაბამის ორგანოებს. გარდა ამისა, ხშირად, სხვადასხვა სტერეოტიპებიდან გამომდინარე, მსხვერპლი ძალადობას აღიქვამს, როგორც ცხოვრებისეულ გარდაუვალ ფაქტს და თავს იკავებს მისი შეტყობინებისაგან.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით -ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სქესობრივი ძალადობა, იძულებითი ქორწინება და ..

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მოახდინაქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) რატიფიცირება, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან. აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებით, სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის პრიორიტეტს.

კონვენცია და საქართველოს კანონიქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებიცავს ძალადობის მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და სთავაზობს მას  სერვისებს იმისათვის, რათა პირი იყოს  დაცული ძალადობისგან და იცხოვროს ღირსეულ, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. აღნიშნულ სერვისებს შორისაა, სახელმწიფოს ხარჯზე, იურიდიული კონსულტაციით და იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლებაც.

იურიდიული დახმარების სამსახურს მსხვერპლთა/სავარაუდო მსხვერპლთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა დაევალა 2015 წლიდან.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა მოითხოვს საზოგადოებრივი ადვოკატების მხრიდან, არა მხოლოდ სამართლებრივი ბაზის, არამედ სპეციფიკური უნარების ცოდნასაც. ამ მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის 39 ადვოკატს გავლილი აქვს სპეციალური კურსი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

იურიდიული დახმარების სამსახური, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სთავაზობს როგორც პირად, ასევე, სატელეფონო/ონლაინ სამართლებრივი კონსულტაციას.

იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს განიხილავს სასამართლო, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს ამ პირებს ადვოკატის წარმომადგენლობით, პირის გადახდისუნარიანობის მიუხედავად.

ხოლო, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უზრუნველყოფილია ადვოკატის წარმომადგენლობით თუ იგი გადახდისუუნაროა

ამასთან, იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება აქვს არა მხოლოდ ოჯახში  ძალადობის მსხვერპლს, არამედ პირსრომელიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი.

სტატისტიკაზე რას იტყვით?

2015–2019 (I კვარტალი) წლებში იურიდიული დახმარების სამსახურმა ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის  მსხვერპლთა წარმომადგენლობა განახორციელა 84 ადმინისტრაციულ საქმეზე (შემაკავებელი/დამცავი ორდერი), აქედან  არასრულწლოვნის მიმართ – 43 საქმეზე.

იურიდიული დახმარების სამსახურმა სისხლის სამართალწარმოებისას დაიცვა – 744 არასრულწლოვანი დაზარალებული. ხოლო ამ საკითხზე იურიდიული კონსულტაცია გაეწია 615 პირს.

რა სანქციებს ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა?

მოქმედი კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის გამოვლენის და აღკვეთის მიზნით ითვალისწინებს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმებს.

ოჯახური დანაშაულის ჩადენისას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ  სანქციებს შორისაა თავისუფლების აღკვეთა, ასევე, ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა.

სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმები გულისხმობს მსხვერპლის უფლებას მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები ითვალისწინებს მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვას ან აკრძალვას, რაც ხორციელდება შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემით.

თანამშრომლობს თუ არა თქვენი სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შენაგან საქმეთა სამინისტროსთან, ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით?

იურიდიული დახმარების სამსახური, მემორანდუმის საფუძველზეადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისსახელმწიფო ფონდთან აქტიურად თანამშრომლობსაგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს თემატური საინფორმაციო შეხვედრების გამართვას მოსახლეობასთან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსხვერპლთათვის დროულ და ეფექტიან სამართლებრივი დახმარების გაწევას.

უწყებათაშორისი თანამშრომლობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საინფორმაციო შეხვედრები მოსახლებასთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან, ძალადობის ფაქტებზე დროული და ეფექტური რეაგირება საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის დაძლევისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი