ძვირფასო წევრებო,
გაცნობებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2024 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან განხორციელდება იმერეთის ადვოკატის პროფესიული უფლებების რეგიონული კომიტეტის წევრთა ხელახალი დაკომპლექტება.
კომიტეტებში გაწევრიანება შეუძლიათ მოქმედი სტატუსის მქონე ყველა ადვოკატს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი დებულებით დადგენილ მოთხოვნებს. განაცხადის წარმოდგენამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შესაბამისი კომიტეტის დებულებას.
კომიტეტის წევრობის მსურველმა კანდიდატებმა 2024 წლის 15 ივნისის 17:00 საათამდე საჭიროა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი ელ ფოსტაზე hr@gba.ge. (გთხოვთ ელ. ფოსტის სათაურად მიუთითოთ - რეგიონულ კომიტეტში გაწევრიანება).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: (+995 32) 2987878
გისურვებთ წარმატებას!