7 მარტს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ქეთი თურაზაშვილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრები გაიმართა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ირაკლი ყანდაშვილმა და ქეთი თურაზაშვილმა სტუდენტებს გააცნეს ასოციაციის სასწავლო ცენტრის საქმიანობა, ინფორმაცია მიაწოდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისა და ასოციაციის სასწავლო ცენტრის მოსამზადებელი კურსების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია 10 მარტს სრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.