მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია

მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსებით ("სარეგისტრაციო ფორმა"გამოჩნდება რეგისტრაციის გახსნისთანავე ).  

მოსამზადებელ კურსზე დარეგისტრირების მსურველმა პირმა განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: 

► საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
► უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან ცნობა); 
► ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
► კურსის საფასურის გადახდის ქვითარი (GE97VT6600000000803803 ბანკის კოდი: UGEBGE22)

მოსამზადებელი კურსის საფასური  სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და სამოქალაქო სამართლის  განხრით შეადგენს 700 ლარს, ხოლო საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით -  900 ლარს.

რეგისტრაციის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ზემოხსენებულ ჩამონათვალთან შესაბამისობას და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე, რომლის აღმოსაფხვრელად დამატებით ეძლევა 3 სამუშაო დღე.

მოსამზადებელი კურსის მონაწილეებს, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები და სალექციო კურსის ჩატარების ადგილი დამატებით ეცნობებათ სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციის მიერ.

დამატებით გაცნობებთ, მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია არ იწვევს ავტომატურად ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცას.

 

ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); ბ)პირადობის მოწმობა ან პასპორტი; გ) ფერადი ფოტოსურათი 3X4 - ზე; დ)თანხის ჩარიცხვის ქვითარი (ანგარიშის N - GE97VT6600000000803803 ბანკის კოდი: UGEBGE22)

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი