ინფორმაცია NYSBA-ში გაწევრიანების შესახებ

2 ივნისი 2022

ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციასა (NYSBA) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, NYSBA-ის საერთაშორისო სექციაში დაფუძნდა საქართველოს ქვესექცია.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაწევრიანდეთ NYSBA-ში და შეუერთდეთ საერთაშორისო სექციასა და საქართველოს ქვესექციას. აღნიშნული საშუალებას მოგცემთ შეუერთდეთ NYSBA-ის საერთაშორისო სექციის აქტივობებს, ჩაერთოთ მათ ღონისძიებებში და ასევე, ისარგებლოთ NYSBA-ის საგანმანათლებლო (მათ შორის, განგრძობითი იურიდიული განათლების) და სხვა იურიდიული რესურსებით. სრული ინფორმაცია წევრობასთან დაკავშირებული უპირატესობების შესახებ იხ. ბმულზე: https://nysba.org/membership/ (Browse Member Benefits - ველში).

NYSBA-ში გაწევრიანება ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებისთვისა და ახლად გაწევრიანებული ადვოკატებისთვის (გაწევრიანებიდან არ არის გასული 1 წელი) უფასოა, სხვა შემთხვევაში საწევროს ფასი დამოკიდებულია საქმიანობის სტაჟზე. დეტალური ინფორმაცია საწევრო პაკეტების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://nysba.org/membership/ (Member Packages and Due-ს ველში).

გაცნობებთ, რომ NYSBA-ში გაწევრიანების პროცედურას ადმინისტრირებას უკეთებს NYSBA, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისგან დამოუკიდებლად. გაწევრიანების შესახებ დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ინსტრუქცია.

აქვე გაცნობებთ, რომ NYSBA-ის საერთაშორისო სექციაში გაწევრიანება არ არის დაკავშირებული ნიუ იორკის შტატში საადვოკატო საქმიანობის განხორციელებასთან.

გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი