ეთიკის კომისიის სხდომა

4 სექტემბერი 2020

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის არჩევის მიზნით, 2020 წლის 4 სექტემბერს ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა. 


ეთიკის კომისიის სხდომას ესწრებოდა 11 წევრი. თავმჯდომარეობის კანდიდატებად დასახელდნენ კომისიის ადვოკატი წევრები - ანა ლორია და თორნიკე ბაქრაძე. ეთიკის კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით (9 ხმით) კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, აირჩიეს ადვოკატი თორნიკე ბაქრაძე


„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 28.5. მუხლის შესაბამისად, „ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 2 წლის ვადით ირჩევს ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“


ვულოცავთ ბატონ თორნიკეს ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას და ვუსურვებთ წარმატებას ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი