თორნიკე ბაქრაძე
აღმასრულებელი საბჭოს წევრი
2021 წლის 11 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ თორნიკე ბაქრაძე აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩია.
2017 წლის დეკემბერში განმეორებით იქნა არჩეული ეთიკის კომისიის წევრად, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოს - ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ.
2011 წლიდან თორნიკე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატების დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ პროექტის კოორდინატორია, ხოლო 2012 წლიდან CEDR-ის აკრედიტებული მედიატორია.
2006-2007 წლებსი იგი გახლდათ სამსახურის უფროსის მოადგილე, ქ. თბილისის მერიის განათლების და კულტურის სამოქალაქო სამსახურში.
2005-2006 წლებში თორნიკე ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის მერიის განათლების და კულტურის სამოქალაქო სამსახურის საერთო განყოფილებას.
2006-დან მუშაობდა დამოუკიდებელ ადვოკატად და იყო არასამთავრებო ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ წევრი.
2002-2004 წლებში თორნიკე იყო იურისტი ფონდ „კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრში".
1987-1989 წლებში თორნიკე იყო სამართლებრივი მომსახურეობის კაბინეტ „თემიდა“-ს მდივანი. 1995-2005 წლებში იგი გახლდათ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ხოლო 1995-1996 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს იურიდიული კომისიის წევრი.