რონა ბუბუტეიშვილი

კომიტეტის თანა-თავმჯდომარე

იურისტის კვალიფიკაცია, პრაქტიკოსი ადვოკატი, (საერთო სპეციალიზაცია) მრავალწლიანი გამოცდილებით. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და წლების მანძილზე უწყვეტად ახორციელებს დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას, არის მენტორი ადვოკატი;

კომპეტენცია: სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალი; ბავშვთა უფლებების დაცვა. მომსახურების სფეროები: სისხლის სამართალი, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, შრომის, ვალდებულებითი, სამეწარმეო და გაკოტრების სამართალი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი. (სისხლი, სამოქალაქო) ბავშვთა უფლებების, (სპეციალიზებული ადვოკატი) სამოქალაქო აქტების, უძრავი ქონების (მიწის) რეგისტრაციის, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალთან დაკავშირებული საკითხები. წარმატებით გავლილი აქვს სააღსრულებო წარმოების კურსი, მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.

გავლილი აქვს ასევე მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის ტრენინგი და აღნიშნულ სფეროში მიღებული აქვს სერტიფიკატი. გავლილი აქვს ამავდროულად არაერთი პროფესიული ტრენინგი და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციებში.

გავლილი აქვს არაერთი კურსი/ტრენინგი-სასამართლო ექსპერტიზის, კრიმინალისტიკის, სასამართლო გადაწყვეტილებათა და განხილვის თავისებურებებზე. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; სერტიფიკატები: ადვოკატის სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციაში; ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“; ,,სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე“; ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხებზე“. ,,ვალდებულებითი სამართლის აქტუალური საკითხები“, ,,ადვოკატთა პროფესიული ეთიკა“; ,,ადვოკატთა უნარები“, ,,სასამართლო ექსპერტიზა“; ,,გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა“; ,,საპროცესო შეთანხმება“, ,,ადვოკატის როლი მედიაციის განვითარებაში“, ,,სასამართლო მედიაცია“ და სხვა. საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მისი მონაწილეობით აღდგენილ იქნა არაერთი დარღვეული უფლება და წარმატებით იქნა დაცული როგორც თავისი დაცვის ქვეშ მყოფთა, ასევე თავის მარწმუნებელთა კანონიერი ინტერესები სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ საქმეებზე. რონა ბუბუტეიშვილი წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ ადვოკატს.

წარმოადგენს მენტორ ადვოკატს, დაჯილდოებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საპატიო სიგელით, ,,მენტორი ადვოკატის საპატიო მოვალეობის წარმატებით განხორციელებისა და ადვოკატთა ახალი თაობის პროფესიულ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.

არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი, კერძო სამართლის მიმართულებით; სადოქტორო თემა ,,მხარეთა თანასწორუფლებიანობა შრომით ურთიერთობებში საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით“.

მონაწილეობა აქვს მიღებული 2017 წლის 6 ოქტომბერს ევრაზიის მეშვიდე მულტიდისციპლინარულ ფორუმში, სადაც წარდგენილ იქნა მისი ნაშრომი- ,,მეუღლეთა თანასწორუფლებიანობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით“.

არის ფაზისის სამეცნიერო აკადემიის წევრი; არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და სამი წიგნის ავტორი.

არის არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული; 2022 წლის 09 მაისს ,,პერსონა 2022“- ის ტიტულის მისანიჭებლად დასახელებულ იქნა ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს შორის, რეგიონში სამოქალაქო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და ასევე კულტურის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის, როგორც წარმატებული ადვოკატი და მწერალი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი