ჯიტა გულუა

კომიტეტის თანა-თავმჯდომარე

გააჩნია პრაქტიკოსი ადვოკატის (საერთო სპეციალიზაცია) მრავალწლიანი გამოცდილება. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და 20 წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას. პროფესიული მოღვაწეობის დაწყებიდან დღემდე - მენტორი ადვოკატის კომპეტენცია: სისხლის სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა, ბავშვთა უფლებების დაცვა.

მომსახურების სფეროები: სისხლის სამართალი, სამოქალაქო, შრომის, სამეწარმეო და გაკოტრების სამართალი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული ადვოკატი. (სისხლი, სამოქალაქო) ბავშვთა უფლებების  (სპეციალიზირებული ადვოკატი) სამოქალაქო აქტების, უძრავი ქონების (მიწის) რეგისტრაციის, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალთან დაკავშირებული  საკითხები.  გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა და სხვა კონფერენციებში. მონაწილეობა აქვს მიღებული მენტორის სტატუსით სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის  გამართულ არა ერთ იმიტირებულ პროცესში. გავლილი აქვს არაერთი კურსი/ტრენინგი-სასამართლო ექსპერტიზის, კრიმინალისტიკის, სასამართლო გადაწყვეტილებათა და განხილვის თავისებურებებზე. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; პროკურორის საკვალიფიკაციო გამოცდა. სერთიპიკატები: ადვოკატის სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციაში; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;  ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი და სასამართლო; იურიდიული მართლწერა სასამართლოში;  იურიდიული მომსახურების მარკეტინგი; აღკვეთის ღონისძიებები, ევროკონვენციის მე-5 მუხლი; გაძლეიერებული სემინარი სისხლის სამართალში; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (გაძლიერებული სწავლება); სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე; სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პროცესი; ადვოკატთა პროფესიული ეთიკა; განათლება ადამიანით ვაჭრობის პრევენციის სამსახურში; ადვოკატთა უნარები (ნაფიც მსაჯულთა სასამართლო); სასამართლო ექსპერტიზა; გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა; საპროცესო შეთანხმება; სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები; ადვოკატის როლი მედიაციის განვითარებაში; ადამიანის უფლებები და სისხლის სამართალი; მენტორი ადვოკატი; სასამართლო მედიაცია და სხვა.

დაჯილდოებულია მენტორი ადვოკატის სტატუსით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საპატიო სიგელით, მენტორ ადვოკატთა საპატიო მოვალეობის წარმატებით განხორციელებისა და ადვოკატთა ახალი თაობის პროფესიულ  განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

არაერთხელ დაჯილდოებულია სხვა და სხვა ორგანიზაციების მიერ სხვა და სხვა დროს წლის საუკეთესო ადვოკატის დიპლომით.

მიღებული აქვს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე ,,პერსონა 2019’’-ის ტიტული, ,,საქართველოს ოქროს სახელები’’-ში დასახელებით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი