როლანდ შონია

კომიტეტის თავმჯდომარე

უმაღლესი განათლება: პროფესიით იურისტი, ექიმი.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2006 წლიდან, ადვოკატი 2001 წლიდან, საერთო სპეციალიზაციით, დამატებითი სპეციალიზაციით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო).

სერტიფიცირებული მედიაციაში. გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი და შესაბამისად მინიჭებული აქვს მრავალი სერტიფიკატი, მათ შორის საერთაშორისო.

დაჯილდოებულია არაერთგზის პროფესიული და საზოგადოებრივი მიღწევებისა და აღნიშნული სფეროების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

2018 წლიდან 2022 წლამდე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური კომიტეტის თავჯდომარე.

2022 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის პროფესიული უფლებების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კომიტეტის თავჯდომარე.

საქართველოს საპატრიარქოს ჭყონდიდის ეპარქიის იურისტი.

ეწევა შემოქმედებით საქმიანობას-წერს ლექსებსა და პუბლიკაციებს.

სხვადასხვა დროს ეკავა არაერთი თანამდებობა, მათ შორის: ადვოკატთა კომპანიის დირექტორი, აბაშის რაიონის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი, სენაკის საშუალო სკოლის იურისტი და სამართლისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, შპს "გზების" დირექტორი ქ. ბათუმში,  შპს "შარა -გზამშენი პირველი"-ს დირექტორის მოადგილე ხობში.  თბილისის ჰუმანიტარულ - ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ზუგდიდის მოზრდილთა პოლიკლინიკის იურისტი, ექიმი, ასევე ქ. თბილისის N 9 კლინიკურ საავადმყოფოში, ჭყონდიდის ეპარქიის იურისტი, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წარმომადგენელი, საოლქო - საარჩევნო კომისიისა და პარტიების თანამდებობის პირი, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირთა მრჩეველი, ასევე არაერთი სხვადასხვა დანიშნულების მუდმივმოქმედი თუ დროებითი კომისიის წევრი და თანამდებობაზე არჩეული. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი