ნანა ჯეირანიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
1997 წელს დაამთავრა ზინობიანის არასრული საშუალო სკოლა 9 წლედი და გადავიდა ყვარელის რაიონის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში, რომელიც 1999 წელს დაამთავრა წარჩინებით. იმავე წელს გახდა სტუდენტი ქ. თბილისის ეკოლოგიურ-ეკონომიკური ინსტიტუტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
2004 წელს დაამთავრა თბილისის ეკოლოგიურ-ეკონომიკური ინსტიტუტი იურისტის კვალიფიკაციით.
2009 წელს ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში საკვალიფიკაციო გამოცდები და 2011 წლიდან ნანა არის ასოციაციის მოქმედი წევრი - ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
ჩაბარებული აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება: ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო).
იყო ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კახეთის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე.