ლელა ბანძელაძე
კომიტეტის თანა-თავმჯდომარე
2002 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2002-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ქუთაისის ადვოკატურის ადვოკატი.
2005-2013 წლებში იყო სს თიბისი ბანკის იურისტი, ქუთაისის ფილიალის საკრედიტო ადმინისტრაციის უფროსი.
2003-2006 წლებში პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. იყო თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის ლექტორი საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
2012-2017 წლამდე იყო „ევროპული ცენტრის“ საბანკო საქმის ტრენერი.
2013 წლიდან დღემდე არის რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის და მეწარმე სუბიექტის იურისტი.
2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით და იმავე წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
გავლილი აქვს ტრენინგები სამოქალაქო, ადამიანის უფლებათა, შრომისა და კორპორაციულ სამართალში.
2010 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით. ასევე არის ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო) სპეციალიზებული ადვოკატი და მენტორი ადვოკატი.
2018 წლის იანვრიდან იყო იმერეთის რეგიონული სამოქალაქო კომიტეტის მდივანი.