ია შვანგირაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

1986 წელს  დაამთავრა  ივანე  ჯავახიშვილის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის იურიდიული  ფაკულტეტი.

1986 – 1994  წლებში მუშაობდა    სხვადასხვა საჯარო  და  კერძო   ორგანიზაციების იურისტად.  

1994-1999 წლებში  იყო  ქუთაისის  ადვოკატურის  ადვოკატი..

1993 -2012  წლებში  პროფესიულ  საქმიანობასთან  ერთად   ეწეოდა  აქტიურ  პედაგოგიურ  საქმიანობას. იყო ქუთაისის  საერო  ინსტიტუტ გელათის“ , შემდგომში  ჰუმანიტარულ-ეკონომიკური  ინსტიტუტის  ლექტორი  და  ასოცირებული  პროფესორი  სამოქალაქო  სამართლის  მიმართულებით. არის არაერთი კონფერენციის  მონაწილე  და  გამოქვეყნებული  აქვს  არაერთი მონოგრაფია  ძველი  ქართული  სამართლისა  და  სამოქალაქო  საპროცესო სამართლის  საკითხებზე.

1999  წელს  ჩააბარა  მოსამართლეთა  საკვალიფიკაციო  გამოცდები  საერთო სპეციალიზაციით  და იმავე  წელს   დაინიშნა  ქუთაისის  საოლქო  სასამართლოს მოსამართლედ.  იყო ამავე  სასამართლოს   სამოქალაქო,სამეწარმეო  და  გაკოტრების  საქმეთა  პალატის  თავმჯდომარე. ორგზის  არჩეული იყო  საერთო  სამართლოების  სადისციპლინო  კოლეგიის წევრად.

სამოსამართლო  სწავლების  ცენტრისა  და  ტასისის  მოსამართლეთა  კვალიფიკაციის  ამაღლების  პროექტის  ფარგლებში იყო  ექსპერტი  სამოქალაქო,  ადმინისტრაციულ,  სამეწარმეო  და  საკონსტიტუციო  სამართალში.

ამერიკის  იურისტთა  ასოციაციის  პროექტის  ფარგლებში  იყო   სამოქალაქო  საპროცესო  სამართლის ტრენერი.   ამავე  პროექტის  ფარგლებში   არის ადვოკატთა   პირველი  საგამოცდო  ტესტების  ავტორი სამოქალაქო  საპროცესო  სამართალში (2003  წ ).  

გავლილი აქვს ათეულობით ტრეინინგი სამოქალაქო, ადმინისტრაციულ,  კორპორაციულ სამართალში  როგორც  ქართველი ისე  უცხოელი  ექსპერტების  მონაწილეობით,  მათ  შორის  მედიასთან  და  საზოგადოებასთან  ურთიერთობის  საკითხებზე ამერიკელი ექსპერტების ხელმძღვანელობით  და  ქართული  მედიის  ჩართულობით.  

2009 წლიდან  არის  ადვოკატთა ასოციაციის  წევრი  საერო  სპეციალიზაციით. ასევე  არის    არასრულწლოვანთა  მართმსაჯულებასა  და  ბავშვთა  უფლებებში (სამოქალაქო)  სპეციალიზებული ადვოკატი   და   მენტორი  ადვოკატი.

2018 წლის  იანვრიდან   არის   იმერეთის  რეგიონული  სამოქალაქო  კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის  საქმიანობის  ფარგლებში  პროფესიული  პრაქტიკის  ურთიერთგაზიარების  მიზნით  არის არაერთი   ერთობლივი  დისკუსიისა  და  გასვლითი სხდომის  ინიციატორი,  რაც  ხელს  უწყობს     კორპორაციის წევრთა  პროფესიულ  სრულყოფასა  და  დაახლოებას.

2020 წლიდან  არის  მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ,,არბიტრაჟის  სახლის’’  არბიტრი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი