სიმონ ასათიანი
კომიტეტის თავმჯდომარე
დაიბადა 1983 წლის 27 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 20021-2006 წლებში სწავლობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, ქუთაისის სასწავლო სამეცნიერო ცენტრში.
2006 წლის ნოემბერში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და მას შემდეგ არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2007-2012 წლებში მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში (,,დემოკრატიის ინსტიტუტი“, ,,რეაბილიტაციის ცენტრი“, ,,GCRT“, ,,თანადგომა“) სხვადასხვა პროექტებში, რომლებიც ხორციელდებოდა ევრო კავშირისა და წითელი ჯვარის მხარდაჭერით.
პარალელურად ახორციელებდა და დღემდე აგრძელებს კერძო საადვოკატო საქმიანობას, აქტიურად მონაწილეობს ადვოკატთა კორპუსის განვითარება/გაძლიერებაში.