გიორგი თაქთაქიშვილი

კომიტეტის თავმჯდომარე

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი თაქთაქიშვილი ასოციაციის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს 2022 წლის 1-ლი თებერვლიდან და ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას.

1992-1997 წლებში გიორგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე.

2000 წლამდე გიორგი მუშაობდა იურისტის თანამდებებოზე როგროც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 2000 წლის თებერვლის თვეში მან მუაობა დაიწყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“ და ამ დროიდან მისი საქმიანობა უწყვეტად არის დაკავშირებული ინტელექტუალურ საკუთრებასთან.

2000-2005 წლებში გიორგის „საქპატენტში“ ჯერ ეკავა იურიდული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ხოლო შემდგომში უფროსის თანამდებობა. იმავდროულად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი იყო „საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის წევრი. ამავე პერიოდში გიორგის უშუალო მონაწილეობით მომზადდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტი. „საქპატენტში“ მუშაობის პერიოდში გიორგი ასევე პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაციის მიმართულებით. გიორგის მოღვაწეობა „საქპატენტში“ დასრულდა 2005 წელს. ამავე წელს მისი თანაავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო სახელწოდებით „საერთაშორისო საავტორო სამართალი“.

2005-2007 წლებში გიორგი დამოუკიდებლად ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, ხოლო 2007 წლიდან იგი პარტნიორებთან ერთად აფუძნებს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზირებულ კომპანიას - შპს „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“ - რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და პარტნიორი იგი გახალვთ დღემდე. ამ პერიოდის განმავლობაში საადვოკატო საქმიანობის გარდა გიორგი რამდენჯერმე მიწვეული იყო ექსპერტის სტატუსით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ შორის, 2009 წელს იგი გახლდათ ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) ექსპერტი პროექტში, რომელიც ემსახურებოდა ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების გაუმჯობესებას. 2009-2010 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის მიწვევით გიორგი, ეროვნული კონსულტანტის სტატუსით, მონაწილებდა მეკობრეობასა და კონტრაფაქციასთან დაკავშირებულ კვლევაში, 2020-2021 წლებში ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტის ფარგლებში (EUGIPP) გიორგის, როგორც ევროპის ინტელექტულაური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ დაქირავებული ექსპერტის, მონაწილებით შეიქმნა „დიზაინის ეროვნულ და საერთაშორისო განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო“. ამავე პროექტის ფარგლებში გიორგი ამჟამად მონაწილეობს „ექსპერტებისათვის სასაქონლო ნიშნების სახელმძღვანელოს“ შექმნის პროცესში.

დღეისათვის გიორგი და მისი იურიდიული კომპანია საქართველოში წარმოადგენენ მრავალი უცხოური და ადგილობრივი კომპანიების ინტერესებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საკითხებში.

გიორგი ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2004 წლიდან, ხოლო საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი მან მოიპოვა 2005 წელს. იგი ასევე გახლავთ საქართველოს პატენტრწმუნებულთა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (AIPPI) ეროვნული ჯგუფის წევრი.

გარდა მშობლიური ენისა, გიორგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი