
სესილი ქადარია
კომიტეტის თავმჯდომარე
2025 წელს, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, არჩეულ იქნა ადვოკატთა ასოციაციის ვალაუალობის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარედ.
2024 წელს სესილი ქადარია იქნა მიღებული Insol International საერთაშორისო გადახდისუუნარობის ექსპერტთა ასოციაციის წევრად (ინგლისი).
2023-24 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იკავებდა „მოსწავლეთა რესურსების განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელის პოზიციას.
2022 წელს ჰააგის კონვენციის ფარგლებში გახდა ლიცენზირებული ადვოკატი.
2020 წლიდან არის მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2018-22 წლებში იყო ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
სესილი არის სამართლის აკადემიის დამფუძნებელი და პრაქტიკოსი ადვოკატი, მისი პორტფოლიო მოიცავს არაერთ წარმატებით დასრულებულ საქმეს საგადასახადო სამართალში, გადახდისუუნარობის სამართალსა და სხვა დავებში.
განათლება:
სესილი ქადარიამ წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, ამავდროულად არის ბიზნეს სამართლის მაგისტრი-თავისუფალი უნივერსიტეტში. ის სამართლის დოქტორია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სესილიმ 2019 წელს შეისწავლა ევროპული კერძო სამართალი ზალცბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ავსტრია) და იყო მკვლევარი - მიუნხენის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (გერმანია) და ჰაიდელბერგის სახელმწიფო უნივერსიტეტში (გერმანია).
სესილი არის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ექსპერტი, ის მონაწილეობდა საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესში. მას აქვს მიღებული ადამიანის უფლებათა დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სიგელი.
სესილი არის სახელმძღვანელოს: „გადახდისუუნარობის სამართალი“ და სამეცნიერო სტატიების ავტორი. ფლობს ინგლისურს, რუსულს და ესპანურ ენებს.