მაკა სალხინაშილი

კომიტეტის თანა-თავმჯდომარე

1996 წელს წარჩინებით დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1996-1998 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში;

26.09.1998 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (12.00.02  – სპეციალობით კონსტიტუციური სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, მუნიციპალური სამართალი) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1996 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტი.

გარდა პედაგოგიური საქმიანობისა იგი ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას: 5 წელი იურიდიულ კონსულტანტად მუშაობდა დევნილთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში, 7 წელი ხელმძღვანელობდა სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, 2 წელი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო, 2015 წლიდან დღემდე შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადმინისტრაციული დავების განმხილველი პირია.

2001 წლიდან ადმინისტრაციულ მეცნიერებათა 25-ე საერთაშორისო კონგრესის წევრია, 2001 წელს ათენში გამართულ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა 25-ე საერთაშორისო კონგრესის მონაწილე იყო, 2002-2004 წლებში მონაწილოებდა საბერძნეთი-საქართველოს პარლამენტის ტექნიკური დახმარების პროექტში ,,საქართველოს პარლამენტის რესტრუქტურიზაციის შესახებ ,, GEOPARES ” - ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ჯგუფის ექსპერტად;  2004 წელს პოლონეთში მონაწილეობდა მე-15 საზაფხულო სკოლაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, 2012 წელს გაიარა უნგრეთში ტრენინგ-კურსი: ,,ელექტროენერგეტიკული ბაზრების გაცნობა”. 2012-2013წწ მონაწილეობდა საქართველო-ავსტრიის ერთობლივ თვინინგის პროექტში ,,რეკომენდაციების შემუშავება სატარიფო მეთოდოლოგიის დახვეწის შესახებ”.

1998-2002წწ იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლაში მოსამართლეთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი, 2007-2011 წლებში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი, 2014-2015 წლებში იყო სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი.

მაკა სალხინაშვილი საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი იყო 1998-2006 წლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2007 წლიდან, 2009-2018 წლებში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს წევრი იყო, 2014-2018 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  სამოქალაქო სამართლის კომიტეტის წევრი,  2014-2018 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის ,,ადვოკატი” სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2019 წლიდან დღემდე ჟურნალი ,,იურისტი გირჩევთ“ რედკოლეგიის წევრი. 2022 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის თანა-თავმჯდომარეა.

მიღებული აქვს მონაწილოება მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, გამოქვეყნებული აქვს 60-მდე  სამეცნიერო ნაშრომი როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

მიღებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის ჯილდო - კავკასიის სამართლის სკოლის 2006-2007 სასწავლო წლის საუკეთესო ლექტორი.

გამოცხადებული აქვს საქართველოს იურისტ სტუდენტთა ასოციაციის მადლობა - სიგელი სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ეროვნული ოლიმპიადის მხარდაჭერისათვის 2007 წელს.

2021 წელს გამოცხადებული აქვს საზოგადოების ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისათვის“ (YFSR) მადლობა ახალგაზრდების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

2021 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ,,ახალი იდეა“ გამოცხადებული აქვს მადლობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი