როინ მიგრიაული

აღმასრულებელი საბჭოს წევრი

2021 წლის 11 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით როინ მიგრიაული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა.

1981 წელს როინ მიგრიაულმა დაამთავრა თბილისის 39-ე საშუალო სკოლა,

1991 წელს როინ მიგრიაულმა დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლების პარალელურად, როინ მიგრიაულმა 1989 წელს დაამთავრა მოსკოვის უცხო ენების დაუსწრებელი სწავლების სახელმწიფო ცენტრალური კურსები, გერმანული ენის განხრით;

1990 წელს როინ მიგრიაული, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად, შეუდგა მუშაობას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში, იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე

1990-1995 წლებში როინ მიგრიაული მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ერთ-ერთი განყოფილების უფროსი და მინისტრის მრჩეველი

1997 წლიდან როინ მიგრიაულმა დაიწყო საადვოკატო საქმიანობა, თავდაპირველად, ინდივიდუალურად  „როინ მიგრიაულის საადვოკატო ბიუროს“ მეშვეობით, 1999 წლიდან კი - სხვა პარტნიორ ადვოკატებთან ერთად.

2000წ. იანვრიდან დღემდე როინ მიგრიაული საადვოკატო საქმიანობას ეწევა საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ მეშვეობით

1997 წლიდან როინ მიგრიაული ეწევა საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში. 2006 წლამდე იგი იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი

2007-2020 წლებში როინ მიგრიაული არის საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის და სულხან-საბას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის (სამართლის სკოლის) ასოცირებული პროფესორი.

2012 წლიდან როინ მიგრიაული არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (აფილირებული)

1995 წლიდან როინ მიგრიაული ჩართულია სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. 1995-1997 წლებში გერმანული სახელმწიფო ფონდის DAAD-ის სტიპენდიის ფარგლებში, როინ მიგრიაული სამეცნიერო სტაჟირებას გადიოდა ბრემენის უნივერსიტეტში (გერმანია), ხოლო 2006 წელს ამავე უნივერსიტეტში აწარმოებდა სამეცნიერო კვლევას.

2005 წელს როინ მიგრიაულმა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია კერძო სამართალში და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.

1999-2021 წლებში როინ მიგრიაულს გამოქვეყნებული აქვს 9 მონოგრაფია, 22 სამეცნიერო სტატია, 1 პუბლიცისტური სტატია. აღნიშნული მონოგრაფიებიდან მნიშვნელოვანია მისი „შესავალი გაკოტრებისა და გადახდისუუნარობის სამართალში (2017წ.) და „სამეწარმეო სამართლის მოკლე სახელმძღვანელო“ (2021წ.).

როინ მიგრიაულს გერმანული ენიდან ნათარგმნი აქვს 2 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან მნიშვნელოვანია კარსტენ შეფერის „საზოგადოებათა სამართალი. მას, ასევე, ნათარგმნი აქვს „გერმანიის ძირითადი კანონი“.

როინ მიგრიაული ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. 1993 წელს იღებდა მონაწილეობას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას), ხოლო 2009 წელს - ა(ა)იპ - საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (GLIP) დაფუძნებაში, იყო მისი გამგეობის წევრი. 2004-2009 წლებში როინ მიგრიაული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი

2006-2017 წლებში როინ მიგრიაული იყო სსიპ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2021 წელს როინ მიგრიაული კვლავ იქნა არჩეული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად

როინ მიგრიაული ფლობს ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებს.

 

 

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი