ლევან მახარაშვილი

აღმასრულებელი საბჭოს წევრი

2025 წლის 21 დეკემბერს ლევან მახარაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო 
კრების გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.

2022-2025 წლებში ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დანიშნული იყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ. 

ლევან მახარაშვილმა 2005 წელს დაამთავრა ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 
სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ამჟამად არის აღნიშნული 
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. 

პროფესიული გამოცდილება:

2006-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს  პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, საქართველოს შს სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორად; საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსად და საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა  სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული  დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსად.  

2012 წლიდან არის იურიდიული კომპანია შპს „DLG&Case“-ის მმართველი პარტნიორი. 2020 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი, ხოლო 2024 წლიდან ევროპის ადვოკატთა ასოციაციის  (AEA-EAL) წევრი. 

2007 წლიდან ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში, არის 
არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი,  საქართველოს პრეზიდენტის N30/05/04 
განკარგულებით მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი. 
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული. 
 
 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი