კახა კოჟორიძე
აღმასრულებელი საბჭოს წევრი
2025 წლის 21 დეკემბერს კახა კოჟორიძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.
კახას აქვს 16 წლიანი წარმატებული პროფესიული კარიერა.
2015-2018 წწ იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.
2006 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2007-2014 წწ მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) სხვადასხვა პოზიციაზე - იყო ადვოკატი, შემდეგ იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი.
2012-2014 წწ ზედიზედ ორჯერ არჩეულ იქნა საიას თავმჯდომარედ. კახა კოჟორიძე, ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სასამართლოს რეფორმირების საკითხზე მომუშავე 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის თავმჯდომარე;
კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში;
ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტრენინგებს ატარებდა ადვოკატებისთვის.
კახა არის კომპანიის - „კოჟორიძე და იურისტები“ - მმართველი პარტნიორი და დირექტორი
განათლება
კახა კოჟორიძემ სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში (LSE), სადაც სწავლობდა ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით (Chevening Programme).
მანამდე, 2005 წელს, მან წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი. 2005-2006 წწ სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე.




