დავით ასათიანი

გამგეობის თავმჯდომარე

დავით ასათიანი 2021 წლის 11 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ, მეორე ვადით.

2021 წელს დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის  (AEA-EAL) ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 

2017 წლის 23 დეკემბერს ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტყილებით დავით ასათიანი არჩეულ იქნა  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ.

დავით ასათაინმა 2005 წელს დააფუძნა იურიდიული კომპანია „ასათიანი და ადვოკატები“ და დღემდე მისი დამფუძნებელი პარტნიორია. 2006-2010 წლებში და 2013-2017 წლებში იგი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ამავდროულად, 2013-2017 წლებში ახორციელებდა ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივნის უფლებამოსილებას, ხოლო 2008-2017 წლებში იყო ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი CCBE-ში (ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული გაერთიანებების საბჭო). ამასთან, 2010-2017 წლებში დავითი იყო მოსამართლეთა, ადვოკატთა და პროკურორთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე.

2017 წელს დავით ასათიანი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ახალი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, 2012-2013 წლებში კი იყო კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მმართველი კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე. 2009-2013 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” (GLIP) დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

დავით ასათიანი 2005 წლიდან, დღიდან დაარსებისა, არის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი. 1998-2005 წლებში იყო სხვადასხვა იურიდიული კომპანიის უფროსი იურისტი და 2012 წელს გახდა CEDR-ის აკრედიტირებული მედიატორი.

დავითმა 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა საერთაშორისო სამართლის განხრით, 1997 წელს კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართალის სპეციალობით,  ხოლო 1995 წელს დაამთავრა თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი.

დავით ასათიანს პროფესიული გამოცდილება მიღებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ბელგიისა და სხვა ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემისა და იურიდიული პროფესიის მოწყობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი