Fitpass - ის შეთავაზება სპეციალურად ადვოკატებისთვის

29 მარტი 2022

დღეიდან, ადვოკატთა ასოციაციის წევრებს Fitpass - ით სარგებლობა შეუძლიათ!
ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატებისთვის კორპორაციული შეთავაზებების ნაწილში კომპანია Fitpass-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 

ფიტპასს ბარათით (აბონიმენტი) 40 სხვადასხვა სახეობის 100-ზე მეტ სპორტულ დაწესებულებაში ვიზიტია შესაძლებელი.  

ბარათი ულიმიტოა და შეგიძლიათ გამოიყენოთ დღეში ერთხელ თქვენი სურვილისამებრ ნებისმიერ ობიექტში, რომელიც Fitpass - ის  ვებგვერდზეა განთავსებული. ობიექტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

ქვემოთ მითითებულ სარეგისტრაციო ბმულზე  შეძლებთ აბონიმენტის შეძენას. 

სარეგისტრაციო ბმული 

მომდევნო თვეებში იმისთვის, რომ გააგრძელოთ აბონიმენტით სარგებლობა საჭირო იქნება მხოლოდ ამავე ლინკის შევსება და თანხის გადახდა. 
ბარათები გააქტიურდება თვეში ორჯერ თვის 10 და 20 რიცხვში. 

აღნიშნული კორპორაციული შეთავაზებების ნაწილში FitPass - ით სარგებლობა მხოლოდ ადვოკატებს შეუძლიათ და მომსახურება არ ვრცელდება ოჯახის წევრებზე. 

სერვისით სარგებლობას და ობიექტებზე წვდომას შეძლებთ FitPass  მობილური აპლიკაციის მეშვეობით,რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ ნებისმიერი სმარტფონის მარკეტიდან. 
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით FitPass -ის ქოლ-ცენტრს ნომერზე : 2 12 12 40  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი