თათია ხაბულიანი
ანალიტიკოსი
თათია ხაბულიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ანალიტიკოსის პოზიციას იკავებს 2025 წლის 22 სექტემბრიდან.
2019-2023 წლებში, თათია სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე. 2020 წლის 08 იანვრიდან - 2022 წლის 30 ნოემბრამდე გაიარა სტაჟირება შპს „ომეგა მოტორს“-ის იურიდიულ დეპარტამენტში.
საბაკალავრო პროგრამის დასრულებისთანავე, 2023-2025 წლებში, თათიამ გაიარა ევროპული და გლობალური სამართლის სამაგისტრო პროგრამა ბარსელონაში, პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტში. 2025 წლის ოქტომბერში წარმატებით დაასრულა პენსილვანიის უნივერსიტეტის სასერთიფიკატო კურსი ინტელექტუალური სამართლის მიმართულებით.
გარდა მშობლიური ენისა, თათია ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.




