4 დღიანი სასერტიფიკატო პროგრამა - წარმომადგენლობა მედიაციაში

18 სექტემბერი 2019

📌 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს მედიაციის სასერტიფიკატო პროგრამაზე მსურველთა რეგისტრაცია: წარმომადგენლობა მედიაციაში

25 საათიანი პროგრამა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) სასწავლო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრის (TSU NCADR) და თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (TOU CoLE) ერთობლივი მხარდაჭერით ცხადდება მსურველთა რეგისტრაცია ადვოკატთა ასოციაციის მიერ აკრედიტებულ პროგრამაზე: წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში.

პროგრამა განკუთვნილია სამართლის სპეციალისტებისათვის (ადვოკატებისა და ასოციაციის არაწევრი იურისტებისთვის) და მიზნად ისახავს მონაწილეთა მომზადებას პროფესიული პრაქტიკის ახალი მიმართულების - სამედიაციო საქმიანობის სფეროში წარმომადგენლობის განსახორციელებლად.

მედიაციის ინსტიტუციონალიზაციისა და საამისოდ აუცილებელი საკანონმდებლო პლატფორმის ფორმირების დასრულების შემდგომ, მედიაცია როგორც საქმიანობის ახალი სფერო ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელთათვის კანონით საამისოდ გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე. ხოლო ადვოკატებს/იურისტებს შეეძლებათ გააფართოონ პროფესიული საქმიანობის ფარგლები არა მხოლოდ სასამართლო, არამედ კერძო მედიაციის ასპარეზზე მედიატორისა და ადვოკატ-წარმომადგენლის სტატუსით.

სწავლების 25-საათიანი პროგრამა მიზნად ისახავს იურისტისთვის წარმომადგენლის სტატუსით მედიაციის პროცესში მონაწილეობის უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც აუცილებელია  სამედიაციო პრაქტიკაში ჩართვის უზრუნველსაყოფადპროგრამა ასევე ემსახურება მონაწილეთათვის მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, მედიაციის კანონპროექტით გათვალისწინებული გარანტიების, მედიაციის ფორმების, მედიატორისა და, უმთავრესად,  წარმომადგენლის მედიაციაში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძვლების, მედიაციის პროცესში მონაწილე პირთა, არსებითად იურისტ-წარმომადგენლისეთიკური ვალდებულებების გაცნობას,  მედიაციისათვის კლიენტის მომზადების მიზნით კონსულტირების წარმართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებასმედიაციის პროცესის ძირითადი ფაზების, მის ცალკეულ სტადიაზე პროცედურული მექანიზმების გამოყენების სტრატეგიის შესწავლას.

მედიაციის ტრენინგის პროგრამა შედგენილია საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით და  ეფუძნება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ ტრენინგ მოდულს. პროგრამის მასალების ნაწილი შეიქმნა   ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP)  ფარგლებში თსუ (იურიდიული ფაკულტეტის) დავის ალტერნატიული გადაწვეტის ეროვნული ცენტრისა (TSU NCADR)  და  ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCLH) (აშშაკადემიური თანამშრომლობის შედეგად, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) მიერ.

პროგრამის ფარგლებში 4-დღიან ტრენინგ კურსს წარმართავენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, სასამართლო  მედიატორი,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რეესტრის წევრი - ირაკლი ყანდაშვილი; ადვოკატი, სასამართლო მედიატორი -  თორნიკე ბაქრაძე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი,  ფრანკ ევანსის კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის (აშშ, ჰიუსტონი, ტეხასი) სერტიფიცირებული მედიატორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის მედიატორთა რეესტრის წევრი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი - ნათია ჩიტაშვილი. ასევე, ადვოკატი, მედიატორი, სამართლის დოქტორი - ალექსანდრე წულაძე.

4 დღიან პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა  16 სექტემბერი.

ტრენინგი ჩატარდება 2019 წლის 18/ 19 / 20 / 21 სექტემბერს

ტრენინგის საფასური 150

 

ანგარიშის ნომერი:

ssip  ivane javaxiSvilis saxelobis Tbilisis saxelmwifo 
universiteti s/k 204864548
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი  708967499

თანხის გადახდის საფუძელში მიუთითეთ: კურსის დასახელება სახელი, გვარი და პირადი ნომერი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:

ტელ: (+995 32) 2987878 / 555070786 / 555010605 / 555007708

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი