ადაპტაციის პროგრამა არის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტი, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და მოიცავს 3 თვიან თეორიულ ნაწილსა და 9 თვიან სტაჟირებას.
თეორიული კურსი გულისხმობს ადვოკატისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემეცნებას, ხოლო სტაჟირების ნაწილი - პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას სტაჟირების ხელმძღვანელი (მენტორი) ადვოკატის ხელშეწყობით.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე აპლიკანტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, (“online” რეჟიმში), რეგისტრაციის გამოცხადებიდან მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. საბუთების მიღების ბოლო დღეს რეგისტრაციის ფუნქცია პროგრამულად ითიშება და დაგვიანებით შემოსული საბუთები არ მიიღება.
გამოცდაზე რეგისტრაციისთვის, ელექტრონულ პორტალში უნდა ატვირთოთ: უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი და/ან ცნობა), პირადობის მოწმობა, ფერადი ფოტოსურათი და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. გამოცდაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 190 ლარს. გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ გვერდზე gba.ge .
ასეთ შემთხვევაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისას, უნდა წარმოადგინოთ ცნობა/წერილი “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან”, თქვენი დიპლომის აღიარების შესახებ.
საქართველოს კანონის ადვოკატთა შესახებ,მე-11 მუხლის, მე-11 პუნქტის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) ძალას კარგავს, თუ პირი ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ გვერდზე gba.ge . კურსზე დარეგისტრირებისთვის უნდა შეავსოთ განაცხადი და წარმოადგინოთ კურსის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი ითვალისწინებს გამოცდის თეორიული მასალის, უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ტესტის/კაზუსის ამოხსნის მეთოდების შესწავლას.
აკრედიტებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ადვოკატის პორტალს. ვებ-გვერდზე, ზედა მარჯვენა კუთხეში, განთავსებულია სექცია: „პორტალში ავტორიზაცია“, რომლის მონიშვნის შედეგად გადახვალთ ადვოკატის პორტალზე. ადვოკატის პორტლაზე შესვლის შემდეგ აირჩიეთ სექცია: "ტრენინგები". დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 987878
თუ მიმდინარე წლის განმავლობაში (1 იანვარიდან 20 დეკემბრამდე) ვერ დააგროვებთ სავალდებულო კრედიტებს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრიდან მიიღებთ შეტყობინებას და ფასიანი ტრენინგის გასავლელად მოგეცემათ სამთვიანი ვადა.
თუ ტრენინგზე დარეგისტრირების შემდეგ, ვერ ახერხებთ ტრენინგზე დასწრებას, ვალდებული ხართ, მინიმუმ 7 დღით ადრე, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს, აცნობოთ ამის შესახებ. 2 გაცდენის შემთხვევაში მომდევნო ტრენინგებზე დასწრება ფასიანია.
სტატუსის აღდგენის შემდეგ, სავალდებულო კრედიტები უნდა დააგროვოთ მიმდინარე წლის, 20 დეკემბრამდე, ხოლო მიმდინარე წლის, 30 ნოემბრის შემდეგ, სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კრედიტების დაგროვება ხდება მომდევნო წლის საანგარიშო პერიოდში.