პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მე-9 ნაკადზე რეგისტრაცია დასრულებულია.
პროფესიული ადაპტაციის პროგრამა წარმოადგენს “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და შედგება ორი ნაწილისგან: 3-თვიანი თეორიული კურსი და 9-თვიანი სტაჟირება. ადაპტაციის პროგრამის 3-თვიანი თეორიული ნაწილი ფასიანია და მისი ღირებულება შეადგენს 750 ლარს, რომელიც გადაიხდება წინასწარ რეგისტრაციისას, ხოლო ადაპტაციის პროგრამის 9-თვიანი სტაჟირების ნაწილი უფასოა.
ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველმა პირმა ელექტრონულად (იხილეთ ფორმა ქვემოთ) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- ადვოკატთა, მოსამართლეთა ან პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);
- ბიოგრაფია (CV);
- ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
- თეორიული კურსის საფასურის გადახდის ქვითარი, ან/და ადაპტაციის პროგრამის დებულების მე-14 მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და "ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის საფასური":
მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"
ბანკის კოდი: CBASGE22
მიმღების დასახელება: მ/ა სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია"
ანგარიში ნომერი: GE59BS0000000000134028
რეგისტრაციის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მოწმდება განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა ადაპტაციის პროგრამის დებულებით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე, რომლის აღმოსაფხვრელად დამატებით ეძლევა 3 სამუშაო დღე.
ადაპტაციის პროგრამის განრიგი და სხვა დამატებითი დეტალები ეცნობებათ მხოლოდ რეგისტრირებულ მონაწილეებს, რეგისტრაციის დასრულებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მე-9 ნაკადის კურსი ჩატარდება დისტანციური ფორმით (ონლაინ პლატფორმის გამოყენებით).
რეგისტრაციამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულებას.
გისურვებთ წარმატებას!