როგორც თქვენთვის ცნობილია, 29 მარტს 11:00 - 16:00 საათამდე, ასოციაციის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში პირველი იურიდიული პრო ბონო ფორუმი გაიმართება.
პროექტის ფარგლებში, ადვოკატები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გასცემენ. კონსულტაციის მიღება ნებისმიერ მოქალქეს შეუძლია.
წევრებს, რომლებსაც სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ პრო ბონო ფორუმში და გასცეთ უფასო იურიდიული კონსულტაცია, გთხოვთ, 25 მარტის 17:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.




