ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ქალთა შრომითი უფლებები, სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტები.”

9 მარტი 2026

განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ქალთა შრომითი უფლებები, სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტები.”

ტრენინგს ექსპერტები, რაისა ლიპარტელიანი და თამარ გაბისონია უძღვებოდნენ. 

სამუშაო შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და Expertise France პროგრამის ხელმძღვანელმა ოდრიუს ბიტინასმა.

„მარტის თვე ტრადიციულად ქალთა თვედ მიიჩნევა და ასოციაციაც ქალთა კვირეულის ფარგლებში არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებს. დღევანდელი ტრენინგის თემა განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია, რადგან ის ქალთა შრომით უფლებებს და მათ ეფექტიან დაცვას ეხება. ამ მიმართულებით ქალები ხშირად აწყდებიან სხვადასხვა გამოწვევას, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატებს ჰქონდეთ, როგორც ძლიერი სამართლებრივი ცოდნა, ისე პრაქტიკული ინსტრუმენტები ამ უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრა იქნება საინტერესო, პრაქტიკულად სასარგებლო და ინფორმაციული ჩვენი წევრი ადვოკატებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საკითხებს, როგორებიცაა: 

  • ქალთა შრომითი უფლებების ზოგადი ჩარჩო: ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა და პრაქტიკა;
  • მედიაცია, როგორც ქალთა შრომითი უფლებების დავების მექანიზმი;
  • ქალთა უფლებების სოციალური განზომილება;
  • დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში: მტკიცების ტვირთი და გონივრული მისადაგება და სხვ.

ტრენინგზე დასწრება უზრუნველყოფილი იყო ონლაინ.

ტრენინგ/შეხვედრა ჩატარდა Expertise France-სთან თანამშომლობით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი