სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის არასწულწლოვანთა მართლმსაჯულების ტრენინგზე დასასწრებად!

28 ივნისი 2018

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს.


წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
**განაცხადი

** CV.
** სამოტივაციო წერილი. 

გთხოვთ, სამოტივაციო წერილში ყურადღება გაამახვილოთ, რა კავშირია თქვენს სამუშაო გამოცდილებასა და ტრენინგის შინაარს შორის.

შერჩევა წარმოებს ორ ეტაპად: 1: განაცხადების გადარჩევა;
                                            2. კაზუსის ამოხსნა.
აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის ადვოკატები, რომელთა მიერ ამოხსნილი კაზუსი ექსპერტის შეფასებით გადალახავს მინიმალურ ბარიერს.

შერჩეული ადვოკატები გაივლიან სამ დღიან ტრენინგს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე. ტრენინგის დასრულების შემდეგ ისინი  გაივლიან ტესტურ გამოცდას და ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, გახდებიან სერტიფიცირებული ადვოკატები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10.07.2018 18:00 სთ-მდე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი ელ-მისამართზე:  a.goderdzishvili@gba.ge

სათაურის ველში მიუთითეთ - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ - წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი