სისხლის სამართლის პროცესის აქტუალური საკითხების შესახებ, ადვოკატთა, მოსამართლეთა და პროკურორთა ერთობლივი დისკუსია გაიმართა

7 ივლისი 2017

7 ივლისს, თელავში სასტუმროში „ერეკლე II“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით  მრგვალი მაგიდა (Bench Bar-ი) გაიმართა - დისკუსია მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს შორის. ეს არის მსგავსი შეხვედრების რიგით მერვე ღონისძიება, სადაც   სამივე პროფესიისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს:   

  • “მტკიცებულებათა დასაშვებობა - მესაკუთრის თანხმობით ჩატარებული ჩხრეკა/ამოღების კანონიერების შემოწმების პრობლემატური საკითხები”;

  • “მხარეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შეფასების მნიშვნელოვანი საკითხები”;

  • “ოჯახური ძალადობის საქმეების განხილვის პრობლემატური საკითხები.“

 

Bench-Bar შეხვედრას და მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აქტუალური და აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  კახეთის სასამართლოების მოსამართლეებმა, პროკურორებმა და ადვოკატებმა.

 

შეხვედრები ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ანაკლია და მომავალშიც იგეგმება.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი