ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო (CCBE) პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით მიღებას ულოცავს.

9 ოქტომბერი 2017

ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო (CCBE) წერილში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია ადვოკატთა უფლებებისა და იურისტთა თვითრეგულაციების შესახებ ახალ თავებს მოიცავს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში.

 

„ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოსთვის (CCBE) ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო. გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. CCBE აცნობიერებს და აფასებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განვითარებისა და გაღრმავების საქმეში. მოხარული ვართ იმ ფაქტით, რომ ახალი კონსტიტუცია მოიცავს თავებს ადვოკატთა უფლებებისა და იურისტთა თვითრეგულაციების შესახებ, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იურისტის პროფესიის დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და დემოკრატიულ საზოგადოებაში იურისდიქციის სათანადო ადმინისტრირებისთვის. ეს შეუძლებელი იქნებოდა ღია და გულწრფელი თანამშრომლობის გარეშე საქართველოს პარლამენტს, კონკრეტულად კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის. CCBE მაღალ შეფასებას აძლევს ამ თანამშრომლობასა და იმ ფაქტს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მიეცა შესაძლებლობა, იურიდიული პროფესიის კონსტიტუციური ჩარჩოს ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეეტანა.

 

CCBE ასევე დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივას „ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც სავალდებულო სტაჟირების (საწყისი ტრენინგი) შემოღებას, ადვოკატთა უმაღლესი სკოლის დაარსებასა და ადვოკატთა პროფესიული გარანტიების კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს. CCBE კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი კონსტიტუციის მიღებას. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,-ნათქვამია ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს პრეზიდენტის, რატვენ გემელის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის  გაგზავნილ  წერილში.

 

ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭო (CCBE) წარმოადგენს 32 წევრი და 13 ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ადვოკატთა და იურიდიულ საზოგადოებებს და მათი მეშვეობით, მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს აერთიანებს. CCBE ევროპისა და საერთაშორისო ინსტიტუტებში ევროპის ადვოკატთა და იურიდიული პროფესიის საერთო ინტერესებს  წარმოადგენს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი