ადვოკატის დღესთან დაკავშირებით საფეხბურთო ტურნირი გაიმართება

19 ოქტომბერი 2016

კოლეგებო, ადვოკატის დღესთან დაკავშირებით, 2016 წლის ნოემბრის პირველ შაბათ-კვირას ტრადიციულად გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის თასის გათამაშება ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ადვოკატთა ასოციაციაში 2016 წლის 28 ოქტომბრამდე. 
გთხოვთ დაგვიკავშირდთ შემდეგ ტელფონებზე: 
ტურნირის ორგნიზატორი ზაზა ხატიაშვილი 574 33 77 77. zaza.khatiashvili@gmail.com
თანაორგანიზატორი მალხაზ ლაფაჩი 557 559555 
პატივცემულო კოლეგებო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას 2016 წლის ჩემპიონი გახდა ადვოკატ ზაზა შველიძის საფეხბურთო გუნდი, რომელიც პირველად მონაწილოებდა ტურნირში.
მალხაზ ლაფაჩის გუნდი „ფორცა“ და იურიდიული დახმარების სამსახურის გუნდი, რომლებსაც ორჯერ ჰქონდათ მოგებული ჩემპიონატი, ფიქრობენ რევანშის აღებაზე. გთხოვთ, მონაწილეობაზე განაცხადი შემოიტანოთ 28 ოქტომბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებით დაშვებული ტურნირზე.
ადვოკატთა ასოციაციის თასის გათამაშების ტურნირზე გამოვლინდება და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდება: საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მეკარე.
პატივისცემით ზაზა ხატიაშვილი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი