ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!!!

11 ივნისი 2018

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ეგიდით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის მიმდინარე წლის 12-13 ივლისს ქ. ბათუმში გაიმართება სემინარი თემაზე - შრომის საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი. 

 

სემინარს გაუძღვებიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი ლეო სიბელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი ზაქარია შველიძე. 

 

ტრენინგზე ყურადღება გამახვილდება შრომის საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობაზე. შრომის ძირითადი სტანდარტების კონტექსტში განიხილება საბაზრო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო და მისი გავლენა ეროვნულ კანონმდებლობასა და სამრეწველო ურთიერთობებზე. ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, ტრენინგების მიმდინარეობისას გათვალისწინებულია შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რაც შეხვედრას უფრო ინტერაქტიულს გახდის.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის დაგვირეკეთ ნომერზე: 593 24 35 14

ტრენინგის ჩატარების ადგილი - სასტუმრო რედისონი -  ქ. ბათუმი ნინოშვილის ქ. N1.
ტრენინგის დაწყების დრო - 10:00 საათი.
ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი