სისხლის სამართლის კომიტეტი

კომიტეტის საქმიანობის მიზანია, სახელმწიფო სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებასა და რეფორმირების პროცესში ადვოკატთა კორპუსის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, ისევე როგორც სისხლის სამართლის სამართალწარმოების პროცესში ადვოკატის როლის გაუმჯობესება და დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომიტეტი შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმების საკითხებზე და მართავს სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო თუ არასამთავრებო ინსტიტუტებთან.