სამოქალაქო სამართლის კომიტეტი

კომიტეტის მიზანია, სამოქალაქო სამართლის სფეროს კანონშემოქმედებით პროცესში ადვოკატთა კორპუსის ჩართულობის ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კომიტეტი  შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამოქალაქო სამართლის აქტუალურ საკითხებზე და მართავს სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო თუ არასამთავრობო ინსტიტუტებთან.