ია შვანგირაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1986 – 1994 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციების იურისტად.
1994-1999 წლებში იყო ქუთაისის ადვოკატურის ადვოკატი..
1993 -2012 წლებში პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. იყო ქუთაისის საერო ინსტიტუტ გელათის“ , შემდგომში ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის ლექტორი და ასოცირებული პროფესორი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. არის არაერთი კონფერენციის მონაწილე და გამოქვეყნებული აქვს არაერთი მონოგრაფია ძველი ქართული სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო სამართლის საკითხებზე.
1999 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით და იმავე წელს დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ. იყო ამავე სასამართლოს სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის თავმჯდომარე. ორგზის არჩეული იყო საერთო სამართლოების სადისციპლინო კოლეგიის წევრად.
სამოსამართლო სწავლების ცენტრისა და ტასისის მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების პროექტის ფარგლებში იყო ექსპერტი სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სამეწარმეო და საკონსტიტუციო სამართალში.
ამერიკის იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში იყო სამოქალაქო საპროცესო სამართლის ტრენერი. ამავე პროექტის ფარგლებში არის ადვოკატთა პირველი საგამოცდო ტესტების ავტორი სამოქალაქო საპროცესო სამართალში (2003 წ ).
გავლილი აქვს ათეულობით ტრეინინგი სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, კორპორაციულ სამართალში როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, მათ შორის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე ამერიკელი ექსპერტების ხელმძღვანელობით და ქართული მედიის ჩართულობით.
2009 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერო სპეციალიზაციით. ასევე არის არასრულწლოვანთა მართმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო) სპეციალიზებული ადვოკატი და მენტორი ადვოკატი.
2018 წლის იანვრიდან არის იმერეთის რეგიონული სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში პროფესიული პრაქტიკის ურთიერთგაზიარების მიზნით არის არაერთი ერთობლივი დისკუსიისა და გასვლითი სხდომის ინიციატორი, რაც ხელს უწყობს კორპორაციის წევრთა პროფესიულ სრულყოფასა და დაახლოებას.
2020 წლიდან არის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ,,არბიტრაჟის სახლის’’ არბიტრი