ზაზა პაპიძე
კომიტეტის თავმჯდომარე
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი, სპეციალიზებული ადვოკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში და ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო), აჭარის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი (iosh).
პროფესიით იურისტი, ფლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს და თბილისის პოლიტიკური აკადემიის მაგისტრის დიპლომს,
2019 წელს ზაზას გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში (40 სთ.) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა (GBA) და თბილისის ღია უნივერსიტეტის (TOU) მიერ.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2010 წლიდან სტაჟიორ ადვოკატი, 2011 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.
2015 წწ - სამშენებლო და სამრეწველოფირმა "ეჯეტასი"- საქართველოს ფილიალის იურისტი.
2015 წლიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული ადვოკატი, 2016 წელი აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს რეესტრის მიწვეული ადვოკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. 2018 წლის თებერვლიდან აჭარის რეგიონის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, 2018–2019 წელი შპს „კალტასის“ (ქვა-ღორღის გადამამუშავებელი საწარმო) გენერალური დირექტორი, 2019 წლიდან მენტორი ადვოკატი. 2022 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აჭარის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე.
სიგელები
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ საპატიო სიგელი ადვოკატის უფლებების დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისათვის 2019წ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ საპატიო სიგელი პრო ბონო საადვოკატო საქმიანობით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის 2019წ.
პროექტი „საქართველოს წარმატებული ადამიანები“ დაჯილდოებულია „პერსონა 2020 დიპლომით“ სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ საპატიო სიგელი მენტორი ადვოკატის საპატიო მოვალეობების წარმატებით განხორციელებისა და ადვოკატთა ახალი თაობების პროფესიულ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 2021წ.
აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაჯილდოებულია 2021 წლის საუკეთესო უფლება დამცველი და ადვოკატი.
მონაწილეობა მაქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში
ზაზა პაპიძის მონაწილეობისთ ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილია არაერთი გამამართლებელი განაჩენი