ვალერი გიორგაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

1992 წელს დაამთავრა ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვრის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1997 წელს.

1997-1998 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N2060 სამხედრო ნაწილში. 1999-2001 წ. მუშაობდა  შპს „იურიდიული კომპანია იურსერვისში“ ადვოკატად. 2000-2004 წ. მუშაობდა შპს „ბათუმის აეროპორტში“ იურისტ კონსულტად. 2005-2006 წ. მუშაობდა  აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიაში საორგანიზაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2007-2008 წ. მუშაობდა სპს „ჟღენტი და კომპანია“-ში ადვოკატად. 2008-2013წ. მუშაობდა შპს „DECO“-ში იურიდიული განყოფილების უფროსად. 2011-2015წ. მუშაობდა შპს „ლათინ ჯორჯიან ინტერნაციონალში“. 2015 წლიდან- დღემდე დასაქმებულია შპს „საადვოკატო კომპანია ბარისტერ“-ში. არის მოცემული კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი.

1999 წლიდან-დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2006 წელს ჩააბრა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის  სპეციალიზაციით და ამავე წლიდან არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2021 წლიდან არის სპეციალიზებული ბავშვთა მართლმსაჯულების განხრით.

ტრეინინგები და  სერთიფიკატები:

ა) საქმის წაროების დაჩაქრება სასამართლოში, 27.06.2010წ.; ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა სასამართლოში, 11.11.2011წ.; გ) მედიაცია - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშულება, 01.06.2012წ.; დ) ადვოკატთა პროფესიული ეთიკა, 2012-2020წ.; ე)   არბიტრაჟი - მართლმსაჯულების პრივატიზაცია (ქართული და საერთაშორისო პრაქტიკა და პრობლემები), 01.06.2012წ.; ვ) ადამიანის უფლებები - საკუთრების დაცვა, პერსონალური მონაცეების დაცვა, 26.07.2013წ.; ზ) ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხები, 2014წ.; თ) საერთაშორისო ბიზნეს ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები და შედგენა, 2015წ.; ი) კლიენტის წარმომადგენლობა მედიციის პროცესში, 2017წ..

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი