კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტი

კომიტეტის მიზანია იურიდიული პროფესიის და ადვოკატთა კორპუსის ჩართულობის ხელშეწყობა კომერციული და კონკურენციის სამართლის სფეროში დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების მისაღწევად. ასევე კომერციული და კონკურანციის სამართლის სფეროში ცნობიერების ამაღლება, აგრეთვე სხვაქვეყნების გამოცდილების გაზიარების შედეგად შესაბამისი მიმართულებებისა და სიახლეების დანერგვა და ამ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ინტეგრირება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კომიტეტი შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებს, ანგარიშებს და რეკომენდაციებს კომერციული და კონკურენციის სამართლის საკითხებზე და მართავს სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო თუ არასამთავრობო ინსტიტუტებთან.