გვანცა ჩიკვილაძე

კომიტეტის თანა-თავმჯდომარე

სამართლის დოქტორანტი (NEW VISION UNIVERSITY), სამართლის მაგისტრი (UNIVERSITY OF GEORGIA), სამართალმცოდნე (GEORGIAN-AMERICAN UNIVERSITY).

გვანცა 2010 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრია, (ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით). 2019 წლიდან ის მენტორი ადვოკატია.

იურიდიული ფირმა "TSANAVA AND PARTNERS" დამფუძნებელი პარტნიორი და სასწავლო დირექტორი. იურიდიული ფირმა "KK & PARTNERS" დამფუძნებელი პარტნიორი. 2013 წლიდან "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+"-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და 2018 წლიდან აქციონერი. "კლუბი ცანავა ბავშვთა უფლებების" დამფუძნებელი და მმართველი. პროექტი "იურიდიული მრჩეველის" ხელმძღვანელი. იურიდიული კლინიკის დამფუძნებელი და მმართველი.

გვანცა ჩიკვილაძის 15 წლიანი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია ისეთ კომპანია-ორგანიზაციებთან, როგორიცაა  შპს „იურიდიული ოფისი“; სს  „ალფა-ექსპრესი“; შპს „კომპლექს პრო“; იურიდიული კომპანია “BGI Legal”; იურიდიული კომპანია “კუბლაშვილი & პარტნიორები“; არასამთავრობო  ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; ქ.თბილისის მერიის პროექტი „ქალაქის ადვოკატი"; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ  "სამედიცინო  მედიაციის სამსახური".

იგი ასევე გახლდათ საქართველოს  ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის კომიტეტის წევრი.

გავლილი აქვს არაერთი გრძელვადიანი საერთაშორისო პროფესიული კურსი, მათ შორის საერთაშორისო საგადასახადო სამართალი - LEIDEN UNIVERSITY; სახელშეკრულებო სამართალი - HARVARD UNIVERSITY; მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო პროგრამა-სემინარებში, მათ შორის: ნიდერლანდები, ჰააგა - სისხლის  სამართლის  საერთაშორისო  ტრიბუნალი, EUROJUST - ევროკავშირის  თანამშრომლობის  განყოფილება; მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო; ქიმიური იარაღის აკრძალვის  ორგანიზაცია. ბელგია, ბრიუსელი - ევროკომისია; ევროპის სოციალური და ეკონომიკური კომიტეტი; რეგიონალური ევროკომიტეტი.

გვანცა ასევე, UN-მოდელირების მონაწილეა ჰაერის  და წყლის დაბინძურების თემაზე; მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ მნიშვნელოვან თემატიკაზე მუშაობაში, როგორიც არის გლობალიზაცია და ნაციონალური კონკურენტუნარიანობა, ნაციონალური და რეგიონული ინოვაციების სისტემები, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თანამედროვე მიმართულებები.

ფლობს საარჩევნო მენეჯმენტს (IRI) და გავლილი აქვს გარემოს დაცვის სამართლის სკოლა.

ფლობს: ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი