ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტი

კომიტეტის მიზანია, ადმინისტრაციული სამართლის სფეროში მიმდინარე კანონშემოქმედებით პროცესსა თუ რეფორმებში ადვოკატთა კორპუსის ჩართულობის ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომიტეტი აწარმოებს ადმინისტრაციული სამართლის სფეროში არსებული პრობლემატიკის კვლევას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. ამასთან, კომიტეტი შეიმუშავებს კანონპროექტებს, წინადადებებს და რეკომენდაციებს ადმინისტრაციული სამართლის აქტუალურ საკითხებზე და მართავს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს სახელმწიფო თუ არასამთავრობო ინსტიტუტებთან.