შეთავაზებების მიღება უძრავი ქონების გასხვისებაზე

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აღმასრულებელი საბჭოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავის ქონების გასხვისების მიზნით აცხადებს შეთავაზებების მიღებას.

 

1.უძრავი ქონების მახასიათებლები:

უძრავი ქონება N1

მესაკუთრე: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (ს/ნ: 202255692)
ზონა: თბილისი
მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ძმები ზუბალაშვილები, N34-36
სექტორი: მთაწმინდა
ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება
ფართი: 127.67 კვ.მ.
ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო
მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.15.05.012/001.03/502
ფართი: 287.86 კვ.მ.
ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო
მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.15.05.012/001.01/547

უძრავი ქონება N2

მესაკუთრე: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (ს/ნ: 202255692)
ზონა: თბილისი
მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ძმები ზუბალაშვილები, N33; ქალაქი თბილისი, ქუჩა ალ. ჭავჭავაძე N8
სექტორი: მთაწმინდა
ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება
საკუთრება: ფართი ბინა N13 და N16
ფართი: 112.00 კვ.მ.
ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო
მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.15.05.011/003.01/016
ფართი: 98.00 კვ.მ.
ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო
მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.15.05.011/003.01/013

 

2. უძრავი ქონებ(ებ)ის შეძენის პრეტენდენტმა შეთავაზებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

იურიდიულმა პირებმა:
►ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღა, აკრძალვა) შესახებ (საჯარო რეესტრიდან);
►აღსრულების ეროვნული ბიუროდან გაცემული ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან; 
►ცნობა სასამართლოდან, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუნარიანობის საქმისწარმოება;
►პრეტენდენტის რეკვიზიტები: იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა).

ფიზიკურმა პირებმა:
►აღსრულების ეროვნული ბიუროდან გაცემული ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან;
►პრეტენდენტის რეკვიზიტები: იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, პირადი ნომერი, საბანკო რეკვიზიტები, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა).

 

3. შეთავაზება უნდა მოიცავდეს:
(ა) მითითებას შესაძენ უძრავ ქონებაზე, წარმოდგენილი მახასიათებლების მიხედვით;
(ბ) ნასყიდობის თანხის გადახდის პირობებსა და ვადებს;
(გ) ნასყიდობის თანხის ოდენობას, რომელის საწყისი თანხა არ უნდა იყოს ნაკლები ვიდრე:
►უძრავი ქონება N1 შემთხვევაში: 1 კვ.მ. - 1 200$ (შესაბამისი გაცვლითი კურსით ლარში);
►უძრავი ქონება N2 შემთხვევაში: 1 კვ. მ. -1 300 $ (შესაბამისი გაცვლითი კურსით ლარში).
 

პრეტენდენტი ვალდებულია შეთავაზება (მოთხოვნილი დოკუმენტაცით) წარმოადგინოს სრულყოფილად შევსებული და ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. 

 

4. წინამდებარე შეთავაზება უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე არ შეიძლება განხილულ იქნას ხელშეკრულების დადების წინადადებად (ოფერტად) და პრეტენდენტის მიერ, სათანადო მოთხოვნების შესაბამისად (განცხადების მე-2 და მე-3 პუნქტი) წარმოდგენილი შეთავაზება გამყიდველისთვის არ წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მავალდებულებელ პირობას.


5. პრეტენდენტების მიერ, წარმოდგენილ შეთავაზებებს განიხილავს უძრავი ქონების გასხვისების მიზნით შექმნილი დროებით კომისია და დამატებითი პირობებისა თუ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეცნობება შესაბამის პრეტენდენტს.


6. პრეტენდენტებმა, შეთავაზებები და დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ან გამოაგზავნონ დისტანციურად ელექტრონული ფოსტის - audit@gba.ge საშუალებით, არაუგვიანეს 2019 წლის 24 ივლისის 18 საათისა.

დამატებითი ინფორმაცის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას: მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N36, საკონტაქტო პირი: მედეა გამდლიშვილი, ტელეფონი: 551 08 76 01, ელ.ფოსტა: audit@gba.ge. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი