გიორგი მიქელაძე

სპეციალიზაცია: სისხლი
მომსახურების სფერო: სისხლის სამართალი
მისამართი: ბათუმი
ტელეფონის ნომერი: 551 000 311
ენები: რუსული, თურქული, აზერბაიჯანული
ელ. ფოსტა: g.miqeladze1989@gmail.com

ადვოკატის შესახებ:
გიორგი მიქელაძეს - 2012 წელს მიენიჭა სამართალმცოდნის ბაკალავრის (ბსუ), ხოლო 2014 წელს - სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ბსუ). მიმდინარე ეტაპზე არის გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი. 2013 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2013 წლიდან გაიარა 4 თვიანი სტაჟირება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტრდაზვერვის მთავრი სამმართველოს პირველი სამმართველოში უფროსი ორეპატიული თანამშრომელის პოზიციაზე. 2015 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2015 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს სისხლის სამართლის მიმართულებით წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტში, ხოლო 2017 წლიდან დღემდე უძღვება სისხლის სამართლის სასემინარო კურსის გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე სხვადასხვა დროს უძღვებოდა ბათუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო კურსების მუშაობას. 2021-2023 წლებში მუშაობდა ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროში ადვოკატის პოზიციაზე, სისხლის სამართლის მიმართულებით. 2015 წელს ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 2017 წლიდან არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული-ადვოკატი. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სისხლის სამართალი.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი