სალომე ტყემალაძე

სპეციალიზაცია: საერთო
მომსახურების სფერო: სამოქალაქო სამართალი
ტელეფონის ნომერი: 558 75 59 27
ენები: ინგლისური, რუსული
ელ. ფოსტა: salome_tkemaladze@yahoo.com

ადვოკატის შესახებ:
სალომე ტყემალაძე ფლობს სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. 2018 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, 2019-2020 წელს გაიარა ადვოკატის პროფესიაში შესვლისათვის გათვალისწინებული ადაპტაციის პროგრამის სრული 1 წლიანი სტაჟირების თეორიული და პრაქტიკული კურსი. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში გავლილი აქვს არაერთი საკვალიფიკაციო და გადამზადების კურსი, საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის, ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის და პროფესიული განვითარების აკადემიის ტრნინგ კურსები, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის მიმართულებით. 2018 წლიდან იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურეობას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საჯარო და კერძო სამართლის მიმართულებით. 2019 წლიდან არის ფარმაცევტული საწარმო შპს „ნეოფარმი“ და სააფთიაქო ქსელ შპს“ ნეოფარმი+“-ის იურისტი. 2020 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. საადვოკატო საქმიანობა დაიწყო 2019 წელს 9 თვიანი სტაჟირების კურსით, საადვოკატო ბიუროში „OK&CG”. მისი საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით იურიდიული პირებისთვის გრძელვადიანი იურიდიული მომსახურეობის, ფიზიკური და იურისიული პირების ერთჯერადი მომსახურეობის გაწევა. მშობლიურის გარდა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი