დავით კორტავა

სპეციალიზაცია: საერთო
მომსახურების სფერო: სადაზღვევო სამართალი
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0179, ჭავჭავაძის გამზ. #5
ტელეფონის ნომერი: +995577744411
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული, პოლონური
ელ. ფოსტა: davit.kortava@kk.ge

ადვოკატის შესახებ:
2006-2010 წლებში სწავლობდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Georgian American University) (თბილისი, საქართველო) იურიდიულ ფაკულტეტზე. 2010 წელს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი. პარალელურად სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და 2011 წელს წარმატებით დაამთავრა სასამართლო მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსი. 2011 წელს ჩაირიცხა ტურიბის ბიზნეს ადმინისტრირების უნივერსიტეტში (Biznesa Augstskola 'Turiba') (რიგა, ლატვია) საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე, გაიარა ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა და 2013 წელს მიენიჭა საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი, დაიცვა ნაშრომი თემაზე: "ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების ანტი-მონოპოლიური ინსტიტუტების შედარებითი სამართლებრივი ანალიზი პოლიტიკურ და ინსტიტუციონალურ ჭრილში”. 2012 წელს ევროკავშირისა და ევროკომისიის დაფინანსებით ჩაირიცხა და წარჩინებით გაიარა სწავლება სამაგისტრო პროგრამაზე ჰანცის ასოცირებულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Hanze University of Applied Sciences) (გრონინგეინი, ჰოლანდია), სადაც დაეუფლა ევროკავშირის სამართალს. 2013 წელს ლატვიის სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაირიცხა სამართლის მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამაზე და არის ტურიბის უნივერსიტეტის (Turiba Univesity) (რიგა, ლატვია) დოქტორანტი. 2015 წელს გახდა ევროკავშირის სტიპენდიანტი და სადოქტორო პროგრამის ფარგლებში სწავლება განაგრძო მიკოლას რომერის უნივერსიტეტში (Mykolas Romeris University) (ვილნიუსი, ლიტვა). 2016 წელს ევროკავშირის დაფინანსებით ბელოსტოკის სახელმწიფო უნივერსიტეტში (University of Bialystok) (ბელოსტოკი, პოლონეთი) განახორციელა სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული კვლევა სადისერტაციო თემაზე: "ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მუნიციპალური ინსტიტუტები - კონსტიტუციურ, ინსტიტუციონალურ და ფინანსურ ჭრილში”. 2008 წლიდან დღემდე ირიცხება სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრთა რიგებში. 2010 წლიდან დღემდე აქვს საქართველოსა და უცხოეთში მუშაობის გამოცდილება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით პოზიციებზე. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში წარმოადგენდა სახელმწიფოს ინტერესებს სხვადასხვა დონის ორმხრივ და მრავალმხრივ სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკებებში. 2011 წლიდან დღემდე აქვს ათეულობით საერთაშორისო პროექტის მართვის გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის ევროკავაშირის ტერიტორიაზე. 2018 წლიდან არის სოციალურ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია "საერთაშორისო განათლებისა და გლობალური კავშირების ასოციაცია / International Education and Global Networking Association” დამფუძვნებელი და თავჯდომარე. 2019 წლიდან "ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება / Niko Nikoladze Society” დამფუძვნებელი გამგეობის წევრი და აღმასრულებელი დირექტორი. 2019 წელს გახდა პროფესიული კავშირის “შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა და ექსპერტთა ასოციაცია / Labor Safety Specialist and Expert Association” თანადამფუძვნებელი, არის ამავე ასოციაციის გამგეობის წევრი და ვიცე-პრეზიდენტი. 2014 წლიდან დღემდე უწყვეტად საქმიანობს აკადემიურ სფეროში. 2015 წელს გახდა საერთაშორისო საავტომობილო კავშირის (International Road Transport Union) (ჟენევა, შვეიცარია) საერთაშორისოდ აღიარებული ლექტორი / ინსტრუქტორი. ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად კითხულობს სამართლის კურს პროფესიული კომპეტენციის მქონე მენეჯერებისათვის, რაც მოიცავს ლექციათა სერიებს: სატრანსპორტო, სამოქალაქო, სამეწარმეო და სოციალური კანონმდებლობის მიმართულებით. აგრეთვე, კითხულობს ლექციებს როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თემებზე: ევროკავშირის სამართალი, კონკურენციის სამართალი და შრომის სამართალი. მონაწილეობდა 20-ზე მეტ ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებსა და ტრენინგებში. არის სხვადასხვა კვლევითი ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორი ქართულ და ინგლისურ ენებზე. დავით კორტავა არის იურიდიულ - ლობისტური კომპანია “Kortava Khatashvili Legal Intelligence / კორტავა ხათაშვილი ლიგალ ინთელიჯენს” დამფუძვნებელი და მმართველი პარტნიორი. 2014 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. ამასთანავე, ის არის ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის წევრი. ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას შემდეგი მიმართულებით: ადმინისტრაციული სამართალი, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი, კონსტიტუციური სამართალი, გაკოტრების სამართალი, სადაზღვეო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, შრომის სამართალი, სატრანსპორტო სამართალი, საერთაშორისო კერძო და საჯარო სამართალი. 2014 წლიდან დამატებით ახორციელებს პრო ბონო (pro bono) სამართლებრივ / საადვოკატო მომსახურებას სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. მშობლიური ენის გარდა ფლობს ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და პოლონურ ენებს.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი